ის, რომ აფხაზეთი საქართველოა უკვე არა მხოლოდ დედამიწელებისთვის, არამედ „მარსიანელებისთვისაც” ცნობილია.
აერონავტიკისა და კოსმიური სივრცის კვლევის ეროვნულმა სამმართველომ - NASA, მარსმავალი ხომალდი - Perseverance შექმნა, რომელმაც მისი პირველი მისია უკვე წარმატებით შეასრულა, მარსზე დაჯდა და იქიდან ფოტოც გამოგვიგზავნა.
ხომალდი ანტიკური ტბის მიმდებარედ დაეშვა და მას წინ დიდი ექსპედიცია ელოდება. მარსმავალმა უნდა შეისწავლოს სიცოცხლის ნიშნები წითელ პლანეტაზე და შექმნას ნიადაგი მომავალი აღმოჩენებისთვის.
ნასას ოფიციალურ ვებ-გვერდზე რეგისტრირებულ ადამიანებს შესაძლებლობა ჰქონდათ წერილები დაეტოვებინათ მარსმავალისთვის, ის კი მათ დაუსახლებელ პლანეტაზე წაიღებდა.
თერთმეტ მილიონ წერილს შორის მოხვდა ერთი, ყველასაგან გამორჩეული მესიჯი, რომელიც სოხუმელ - გიორგი ჯახაიას ეკუთვნის. მან სისტემაში საკუთარი სახელის ნაცვლად ჩაწერა - „აფხაზეთი საქართველოა! ჩვენ დავბრუნდებით!“. მარსმავალმა კი წერილი უკვე ადრესატამდეც მიიტანა.
TPO, გელ-ლაქის ერთ-ერთი ინგრედიენტი, ევროკავშირში აკრძალული ნივთიერებების რიგს შეემატა. სალონებსა და მწარმოებლებს არსებული მარაგის განადგურება და უსაფრთხო ალტერნატივებზე გადასვლა დაევალათ. ნახეთ, რა არის TPO და რა ცვლილებებია მოსალოდნელი სილამაზის ინდუსტრიაში.
ქართველი მომღერალი, მოდელი და ტელეწამყვანი თიკა ფაცაცია მსმენელს 20-წლიანი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ უბრუნდება. 7 ივლისს, 18:30 საათზე, „კავეა სითი მოლში“ მისი ახალი სიმღერისა და კლიპის პრემიერა გაიმართება.