#მუსიკა

თიკა ფაცაცია 20-წლიანი პაუზის შემდეგ ახალ სიმღერას გვთავაზობს

გაზიარება:

ქართველი მოდელი, მომღერალი და ტელეწამყვანი, თიკა ფაცაცია მსმენელს 20-წლიანი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ უბრუნდება. ახალი სიმღერის პრემიერა 7 ივლისს, 18:30 საათზე, „კავეა სითი მოლშია“ დაგეგმილი.

სიმღერის სახელწოდებაა „ბედნიერების მჯერა“. „ეს არის ჩემი მთავარი სათქმელი და ასეც დაერქვა სიმღერას“, – თიკა ფაცაცია.

პროექტზე მომღერალი ბოლო ერთი წლის განმავლობაში მუშაობდა. სიმღერის ავტორი კომპოზიტორი რუსა მორჩილაძეა, ტექსტი კი ირინა სანიკიძესა და თიკა ფაცაციას ეკუთვნის. არანჟირებასა და ორკესტრირებაზე ნიკოლოზ რაჭველმა და ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნულმა სიმფონიურმა ორკესტრმა იმუშავეს.

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by tika (@tikapatsatsia)

7 ივლისს გაიმართება სიმღერის კლიპის პრემიერაც, რომლის რეჟისორი მახო ყიფშიძეა, კოსტიუმების მხატვარი – სალომე ტყაბლაძე, ხოლო კრეატიული დირექტორი არჩილ სოლოღაშვილი გახლავთ.

დღეს თიკა ფაცაციას მაყურებელი იცნობს როგორც მოდელს, მომღერალს, მეგაშოუების წამყვანს, მათ გამარჯვებულსა თუ ჟიურის წევრს. თიკა სცენაზე პირველად 14 წლის ასაკში გამოჩნდა, როცა მუსიკალური კარიერა ჯგუფ „სუპერ გოგონებში“ დაიწყო. მოგვიანებით მან შექმნა ჯგუფი „სეთი“, რომელიც 1997-1999 წლებში დიდი პოპულარობით სარგებლობდა. თიკას სოლო კარიერაში იწერება ორი ალბომი – „თქვი რას აპირებ“ და „გზა მომავლის“. დღეს თიკა როგორც სოლო არტისტი მოღვაწეობს და ამავდროულად, არჩილ სოლოღაშვილთან ერთად ბენდ „კაი ტიპების“ წევრია.

ზევით