ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო რეზიდენციაში საშობაო სამზადისი ოფიციალურად დაწყებულია. ქვეყნის პირველმა ლედიმ, ჯილ ბაიდენმა 2021 წლის სადღესასწაულო ნაძვის ხე დიდი პატივით უკვე მიიღო და წინ ყველაზე ამაღელვებელი სამზადისი და გრანდიოზული დეკორაციები გველის.
თეთრი სახლის საშობაოდ მორთვა საპრეზიდენტო რეზიდენციის ათწლეულების ტრადიციაა, რომელსაც საფუძველი 1889 წელს ჩაეყარა, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტმა ბენჯამინ ჰარისონმა ყვითელ ოთახში პირველი საშობაო ნაძვის ხე დადგა. 1961 წელს კი ჯეკი კენედიმ საშობაო თემატიკის დეკორაციებზე პირველად იზრუნა, რაც მას შემდეგ ყოველი პირველი ლედის მოვალეობად იქცა.
ჯონ და ჟალკლინ კენედები საშობაო ნაძვის ხის ფონზე, 1961 წელი
2021 წლის საშობაო ნაძვის ხე, რომელიც წელს თეთრი სახლის მთავარი მშვენება იქნება, ჯეფერსონიდან Beau Estes of Peak Farms-დან მიიღეს. წესისამებრ, თეთრი სახლის მთავარ მშვენებას ქვეყნის პირველი ლედი ჯილ ბაიდენი დახვდა. აღსანიშნავია, რომ ეს ჯილისთვის თეთრ სახლში პირველი შობაა და საზოგადოება მოუთმენლად ელოდება როგორ დეკორაციებზე გააკეთებს არჩევანს პირველი ლედი.
შეგახსენებთ, რომ 2020 წელს ამ მოვალეობას უკანასკნელად თავი მელანია ტრამპმა გაართვა. არა ერთი სკანდალისა და მითქმა-მოთქმის მიუხედავად, მელანიამ ჯადოსნური თემატიკა და თვალისმომჭრელი დეკორაციები წარმოგვიდგინა.
კანიე უესტის კონცერტი პროექტის Starring Georgia ფარგლებში, 12 ივნისს „დინამო არენაზე“ გაიმართება. მაშინ, როცა თბილისში კანიეს კონცერტი ოფიციალურად დაანონსდა, არტისტის შოუებს ევროპის ქვეყნები რიგ-რიგობით აუქმებენ.
თბილისში მოდის სფეროს მთავარი მოვლენა - Mercedes-Benz Fashion Week ბრუნდება. Factory Tbilisi-ს ინდუსტრიულ სივრცეში თავმოყრილი კრეატიული ენერგია წელს განსაკუთრებულ მასშტაბებს შეიძენს.
შვედი არტისტი ჯეი-ჯეი იოჰანსონი თბილისს უბრუნდება, ამჯერად საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრისა და ანსამბლ „შავნაბადას“ თანხლებით. ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით, იოჰანსონის ნაცნობი მელოდიები სრულიად ახალ ჟღერადობას მიიღებს.