MBFW AZERBAIJAN ბაქოში მეორე სეზონით ბრუნდება

სულ მალე, ბაქო კვლავ მოდის, შემოქმედებისა და ინოვაციის გლობალურ ცენტრად გადაიქცევა. აზერბაიჯანის დედაქალაქი 28-30 ნოემბერს Mercedes-Benz Fashion Week Azerbaijan-ის მეორე სეზონს უმასპინძლებს. მოდის კვირეული მსოფლიო მოდის დიზაინერებს, ბრენდებსა და მედიას გააერთიანებს.

The Diary უკვე მეორედ იქნება ღონისძიების ოფიციალური მედია პარტნიორი და ბაქოში მიმდინარე საინტერესო ამბებს ქართველ და საერთაშორისო მკითხველს გააცნობს.

Mercedes Benz Fashion Week Azerbaijan, მერსედეს ბენცის მოდის კვირეული აზერბაიჯანი

პროექტის მხარდამჭერია Mercedes-Benz-ის ოფიციალური დისტრიბუტორი და სტრატეგიული პარტნიორი Autocapital-Azerbaijan. ხოლო, კვირეულის ორგანიზებაზე Azerbaijan Fashion Designers Association და Led.az Events ზრუნავენ. წლევანდელი სეზონის შოუები სიმბოლურ სივრცეში გაიმართება აზერბაიჯანის ხალიჩის მუზეუმში, რომელიც ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოდ ითვლება და ტრადიციას თანამედროვე დიზაინთან აერთიანებს.

Azerbaijan Carpet Museum, Mercedes Benz Fashion Week Azerbaijan, მერსედეს ბენცის მოდის კვირეული აზერბაიჯანი, აზერბაიჯანის ხალიჩის მუზაუმი Azerbaijan Carpet Museum, Mercedes Benz Fashion Week Azerbaijan, მერსედეს ბენცის მოდის კვირეული აზერბაიჯანი, აზერბაიჯანის ხალიჩის მუზაუმი

წელს კვირეულის მთავარი იდეა ამ ფრაზაში შეგვიძლია გავაერთიანოთ – „მოდა საზღვრების გარეშე“.

გერმანიიდან, ესპანეთიდან, თურქეთიდან, უნგრეთიდან, საქართველოდან და აზერბაიჯანის სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული დიზაინერები თავიანთ ხედვას ერთ სცენაზე წარმოადგენენ.

წლევანდელ შოუებზე კვლავ ხელოვნებისა და ტექნოლოგიის გადაკვეთაზე შექმნილ კოლექციებს ვიხილავთ. დიზაინერები იმ სივრცეში შეგვიპატიჟებენ, სადაც ხელოვნური ინტელექტი, ვირტუალური და გაფართოებული რეალობა (Augmented Reality) უკვე შემოქმედებითი პროცესის ბუნებრივ ნაწილად იქცა. კვირეულში მონაწილე დიზაინერები ქმნიან მოდას, რომელიც რეალურსა და ციფრულ სამყაროს შორის ზღვარს აქრობს.

პოდიუმის მიღმა MBFW Azerbaijan შოურუმსაც გვთავაზობს, სადაც წარმოდგენილი იქნება დიზაინერების კოლექციები და აქსესუარები. ამიტომაც, სტუმრებს საშუალება ექნებათ, მათი შემოქმედებითი სამყარო ახლოდან შეიგრძნონ.

ასე რომ, Mercedes-Benz Fashion Week Azerbaijan მხოლოდ მოდის კვირეული არ არის, ეს არის სივრცე, სადაც ხელოვნება, ტექნოლოგია და კულტურული იდენტობა ერთიანდება, რეგიონულ მოდაში ახალ ტალღას ქმნის და შემოქმედებითობას საზღვრებს არ უწესებს.

Mercedes Benz Fashion Week Azerbaijan, მერსედეს ბენცის მოდის კვირეული აზერბაიჯანი

ღონისძიებაზე დასწრება მხოლოდ პირადი მოწვევით იქნება შესაძლებელი. სტუმართა რეგისტრაცია 10 ნოემბერს დაიწყება, ხოლო მოწვევის მისაღებად მონაწილეებმა სახელი, გვარი და ტელეფონის ნომერი უნდა გაგზავნონ მისამართზე: mbfwazerbaijan@gmail.com

ღონისძიების წლევანდელი პარტნიორები არიან: გერმანულ-აზერბაიჯანული სავაჭრო პალატა (AHK), Ploom, Saffron Group, MAC, KSpace, Savalan Wines, Absheron Hotel Group, Victory Tour, S Design, Museum Furniture & Accessories, Big Model Agency და LM Group.

მედია პარტნიორებს შორის კი არიან L’Officiel Baltia, Elle Serbia, Baku Magazine, Caspian Magazine, Nargis Magazine, Media.az, Oxu.az, Photostock, 1News, Trend.az, Day.az, Milli.az, 25Trend და Fiftysix Magazine, რომლებიც The Diary-სთან ერთად მოდის კვირეულის მთავარ მომენტებს გააშუქებენ.

ზევით