მართალია, რიანა Grammy-ს დაჯილდოების ცერემონიაზე მთელი თავისი დიდებულებით არ გვიხილავს, თუმცა მომღერალი და Fenty Beauty-სა და Savage X Fenty-ს მფლობელი დროს ფუჭად არ კარგავს. რიანამ, ბევერლი ჰილზის მდიდრულ უბრანში 13.8 მილიონ დოლარად შეფასებული ზღაპრული სახლი შეიძინა და მერაია ქერის, მადონასა და პოლ მაკარტნის მახლობლად დაიდო ბინა.

ნახევარ აკრზე გადაჭიმული სახლის ისტორია 1930 წელს იღებს სათავეს, საცხოვრებელში ხუთი საძინებელი ოთახი და შვიდი აბაზანაა განთავსებული. მოდერნიზებულ საცხოვრებელში თანამედროვესა და ტრადიციული ელემენტების მიქსს გამორჩეული ადგილი უკავია, უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ ზღაპრული სახლის ინტერიერში თბილი ფერების პალიტრა ჭარბობს, თეთრისა და შავი ფერების კომბინაციის გვერდით, პასტელურ ნაცრისფერსაც შეამჩნევთ, რომელიც ბუნებრივ გამწვანებასთან სიმყუდროვისა და კომფორტის საოცარ შეგრძნებას ბადებს.

რიანას ახალი მდიდრული საცხოვრებელი სახლი რამდენიმე განყოფილებისგან შედგება, თითქოს დამოუკიდებელი ნაწილები, რომლებიც სპორტდარბაზს, თვალისმომჭრელ ბუხრიან მოსასვენებელ ოთახს, ტერასასა და უზარმაზარ საცურაო აუზს აერთიანებენ, ერთიანობაში 14 მილიონიან საცხოვრებელს ქმნიან.






