პარიზის მოდის კვირეულის ძირითად განრიგში, ქართველი დიზაინერისა და ფოტოგრაფის საერთოდ ბრენდი Situationist უკვე მეორედ ვიხილეთ. მოდის სამყაროში კარგად ცნობილი და გავლენიანი სახელების გვერდით, Situationist-მა, მოდის კვირეულის ციებ-ცხელებაში შემოდგომა/ზამთარი 2021 წლის კოლექციის ლუქბუქი, პანდემიის ფონზე, ციფრულ ფორმატში წარადგინა.
ამ სეზონის Situationist-ის კოლექციის ვიდეო მოდის ანთროპოლოგიის ნიმუშს უფრო წააგავდა, ვიდრე უბრალოდ ლუქბუქს
Forbidden Family - აკრძალული ოჯახი, ასე ჰქვია 6-წუთიან ფილმს, რომელიც საქართველოს მაღალ მთაში იღებს სათავეს და ნელნელა ქვეყნის განსხვავებულ ბუნებას, ესთეტიკასა და იერსახეს გაგვაცნობს.
მოდური ჩვენება თოვლში, რომელიც ხილვისთანავე Jacquemus-ის უდაბნოში გამართული ჩვენებას გვახსენებს, თუმცა კონტრასტსაც იმთავითვე გვაგრძნობინებს, ქართული ცეკვისა და სამოსის ელემენტები, პოსტსაბჭოური არქიტექტურა და სახასიათო სახეები - ამ და კიდევ სხვა მნიშვნელოვანი დეტალებისგან შედგება ირაკლი რუსაძის შემოდგომა/ზამთარი 2021 წლის ლუქბუქი, რომელიც დავით გიორგაძისა და სალომე ფოცხვერაშვილის ნამუშევარს წარმოადგენს. ფილმის არანჟირება კი მუსიკოსის ნიკა მაჩაიძის შემოქმედებაა.
ირაკლი რუსაძისა და დავით გიორგაძის მიერ დაარსებული ბრენდი Situationist უკვე წლებია საქართველოს საზღვრებს გარეთ წარმატებით იყიდება და ყოველ ჯერზე ბრენდის სულისჩამდგმელები ცდილობენ საქართველოს კულტურა და ესთეტიკა მოდის სამყაროს თავისი დიდებულებით გააცნონ.
რევოლუციური სულის მქონე ბრენდის გუშინდელმა ჩვენებამ პარიზის მოდის კვირეულზე, უცხოური პრესის დადებითი გამოხმაურება უკვე დაიმსახურა.
Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის ფარგლებში TheDiary Concept House დახურულ ღონისძიებას უმასპინძლებს, სადაც Dolce & Gabbana Beauty-ის, La Martina-სა და Gucci-ის პროფესიონალები მოდის, მარკეტინგისა და ტექნოლოგიების მომავალზე ისაუბრებენ.
კანიე უესტის კონცერტი პროექტის Starring Georgia ფარგლებში, 12 ივნისს „დინამო არენაზე“ გაიმართება. მაშინ, როცა თბილისში კანიეს კონცერტი ოფიციალურად დაანონსდა, არტისტის შოუებს ევროპის ქვეყნები რიგ-რიგობით აუქმებენ.
თბილისში მოდის სფეროს მთავარი მოვლენა - Mercedes-Benz Fashion Week ბრუნდება. Factory Tbilisi-ს ინდუსტრიულ სივრცეში თავმოყრილი კრეატიული ენერგია წელს განსაკუთრებულ მასშტაბებს შეიძენს.