ცნობილი ამერიკელი მომღერალი, „სევდის დედოფალი“ - ლანა დელ რეი ამოსუნთქვის საშუალებას არ გვაძლევს, ახალი ალბომის Chemtrails Over the Country Club-ის გამოსვლიდან სულ რამდენიმე დღეში, ლანამ სიახლე შემოგვთავაზა და 2021 წლის კიდევ ერთი ახალი ალბომისთვის შეგვამზადა.
დელ რეიმ ახალი ალბომის Rock Candy Sweet-ის გამოსვლის შესახებ სიახლე სოციალური ქსელის მეშვეობით გაგვიზიარა, მომღერალმა ახალი ფოტოსურათი გამოაქვეყნა, რომელშიც მას კონფეტების ყელსაბამი ამშვენებს, ახალი ალბომის სახელწოდების წარწერის ფონზე. ლანას ანონსს წინ, მისი უახლესი ალბომის Chemtrails Over the Country Club-ის კრიტიკა უძღოდა, Harpers Bazaar-ის სტატიას სახელწოდებით„ლანა დელ რეი არ არის მზად, საკუთარ თავზე პასხუისმგებლობა აიღოს“, რომელიც მომღერალს კულტურულ მისაკუთრებაში სდებდა ბრალს, დელ რეიმ Instagram-ის მეშვეობით გასცა პასუხი:
„კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადაგიხადოთ ასეთი სტატიებისთვის, რომლებიც შემახსნებენ, რომ ჩემი მუსიკალური კარიერა კულტურული მემკვიდრეობის მისაკუთრებასა და სასტიკად მოპყრობაზეა აგებული. ვეცდები, გამოწვევებს ჩემს ახალ ალბომში Rock Candy Sweet-ში გავცე პასუხი, რომელიც 1-ელ ივნისს გამოვა“.
მართალი ხართ, ეს ყველაფერი უმნიშვნელო იქებოდა ალბომის გამოსვლისთანავე ყველაფერი რომ არ გაგეკრიტიკებინათ, ახლა სამაგიეროს გადახდა მსურს
როგორც ჩანს, მედიის წარმომადგენლებმა ლანა დელ რეის გაბრაზება მოახერხეს და მომღერალიც ტკბილ-მწარე შურისძიებისთვის ემზადება, თუმცა მანამ სანამ ლანას ახალ ჩანაწერებს ვიხილავთ, გირჩევთ რეის ახალი ალბომის რჩეულ სიმღერებს მოუსმინოთ და ორშაბათი დილის განწყობაც შეიქმნათ.
11-12 ივლისს კიკეთის ფერმა „მუსიკალურ დღეებს“ უმასპინძლებს. ცოცხალი მუსიკის, ბუნების, გემრიელი კერძებისა და გასართობი აქტივობების წყალობით, ფესტივალი საუკეთესო მიზეზია, უქმე დღეები კიკეთის ფერმის სიმწვანეში გავატაროთ.
Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის ფარგლებში TheDiary Concept House დახურულ ღონისძიებას უმასპინძლებს, სადაც Dolce & Gabbana Beauty-ის, La Martina-სა და Gucci-ის პროფესიონალები მოდის, მარკეტინგისა და ტექნოლოგიების მომავალზე ისაუბრებენ.
კანიე უესტის კონცერტი პროექტის Starring Georgia ფარგლებში, 12 ივნისს „დინამო არენაზე“ გაიმართება. მაშინ, როცა თბილისში კანიეს კონცერტი ოფიციალურად დაანონსდა, არტისტის შოუებს ევროპის ქვეყნები რიგ-რიგობით აუქმებენ.