"Sooner or later you are going to be mine" - ასე იწყება მადონას საკულტო სიმღერა, რომელიც პოპ ვარსკვლავმა 1991 წლის ოსკარების ცერემონიაზე შეასრულა. ალბათ, სწორედ ეს ფრაზა გაიფიქრა საბრინა კარპენტერმაც მადონას ლუქის დანახვისას და 2024 წლის MTV VMAs-ზე ბობ მაკის მიერ სპეციალურად მადონასთვის შეკერილი კაბით გამოჩნდა.
ფოტო: Dimitrios Kambouiris/ Getty Images
თეთრი, სხეულზე მომდგარი კაბა მთლიანად მბრწყინავი სეკინებითაა დაფარული და დეკოლტეს ვერცხლისფერი კრისტალები უმშვენებს.
საბრინამ მაკიაჟის ინსპირაციაც მადონას ლუქიდან აიღო და ძველი ჰოლივუდის ესთეტიკით შთაგონებული მეტალის ტონების თვალის ჩრდილები და წითელი ტუჩსაცხი მოიხდინა. მაკიაჟის ავტორი Carolina Gonzalez-ი გახლავთ. ყელსა თუ ხელებზე, მომღერალს ყველაფერი ბრილიანტის ეკეთა. მომღერლის სამკაულებზე De Beers-მა იზრუნა. საბრინას თეთრ მანიკიურიც კი, პატარა ძვირფასი ქვებით ჰქონდა მორთული.
ფოტო: Ron Galella, Ron Galella Collection
კაბის დიზაინის შთაგონება ბობ მაკიმ მერილინ მონროს კლასიკური სტილისგან აიღო და იდეალური შედეგიც მიიღო. კაბა ერთი შეხედვითაც კი, ფილმიდან Gentlemen Prefer Blondes გადმოსულს ჰგავს. საბრინას უკვე საკულტოდ ქცეული ქერა თმისთვისაც, სტილისტმა Evanie Frausto-მ მერილინ მონროსეული ვარცხნილობა შეარჩია.
ფოტო: Kevin Mazur/ Getty Images
მადონას ამ კაბაში გამოჩენა პოპ კულტურის ისტორიას განსაკუთრებულად ახსოვს. დაჯილდოებას მადონა მაიკლ ჯექსონთან ერთად დაესწრო. იმ პერიოდში, პოპის მეფე და დედოფალი, საერთო მენეჯერთან თანამშრომლობდნენ და მათი ხალიჩაზე ერთად გამოჩენა, პოპ სამყაროში 1990-იანების გამორჩეული მოვლენის სახელით კიდევ დიდ ხანს დარჩება.
მადონა და მაიკლ ჯექსონი 1991 წლის ოსკარების დაჯილდოებაზე. ფოტო: Getty, The Grosby Group
როდესაც ახალი თაობის ვარსკვლავი მსოფლიო ლეგენდების სამოსს წითელ ხალიჩაზე მოირგებს-ხოლმე, კრიტიკის ქარცეცხლში ხშირად ეხვევა. თუმცა, საბრინას შემთხვევაში, მისი ლუქის დაწუნება ნამდვილად გაგვიჭირდება.
გარდა იმისა, რომ საბრინა თვალისმომჭრელად გამოიყურებოდა, მან წლევანდელი ჰიტების გასაოცარი შესრულებაც შემოგვთავაზა. ის VMAs-ის 29 დებიუტანტ ნომინანტებს შორის იყო. სიმღერები Espresso და Please Please Please რამდენიმე კატეგორიაში იყვნენ ნომინირებულები. საბოლოოდ, საბრინამ დაჯილდოება წლის სიმღერის პრიზით დატოვა. მუსიკალური ჯილდო მან სინგლისთვის Espresso მიიღო.
ფოტო: Mike Coppola/ Getty Images
საბრინასთვის 2024 წარმატებული წელი გამოდგა. მომღერალმა რიგით მეექვსე სტუდიური ალბომი გამოუშვა, კოაჩელასა და Saturday Night Live-ზე იმღერა, თვის ბოლოს კი, ახალი ალბომით ტურნეში გაემგზავრება.
მაისის სამი დღის განმავლობაში აზერბაიჯანის დედაქალაქი იქცევა მოდის, ხელოვნებისა და ტექნოლოგიების საერთაშორისო პლატფორმად, სადაც დიზაინერები და კრეატიულ ინდუსტრიებთან დაკავშირებული ადამიანები შეხვდებიან ერთმანეთს.
Sex And the City-ს სპინოფი And Just Like That მესამე სეზონით ბრუნდება და მანჰეტენის თავგადასავლებში გვეპატიჟება. სეზონის პრემიერა 29 მაისს პლატფორმა Max-ზე შედგება. წინ გველის 12 ეპიზოდი — სავსე ზაფხულის ცხელი დღეებითა და უფრო ცხელი ღამეებით, რთული სასიყვარულო ურთიერთობებითა და ოჯახური დრამებით.
ჰარი პოტერის სერიალის პირველი ვარსკვლავური შემადგენლობა უკვე ცნობილია. ნახეთ, ვინ შეასრულებს დამბლდორის, სნეიპის, ჰაგრიდისა თუ მაკგონაგელის როლებს ახალ ეკრანიზაციაში.