პეკინში, ზამთრის რიგით 24-ე ოლიმპიურ თამაშებზე, საქართველოს სახელით მოასპარეზე ერთადერთმა მოციგავემ საბა ქუმარიტაშვილმა ასპარეზი დაასრულა. საბამ, სამი დაშვების შემდეგ 31-ე ადგილი დაიკავა, თუმცა ოლიმპიურ თამაშებზე გამოჩენით ოცნებაც აიხდინა და ტრაგიკულად გარდაცვლილ ბიძაშვილის - ნოდარ ქუმარიტაშვილის ხსოვნას პატივი ღირსეულად მიაგო.
2010 წელს, საქართველო ტრაგიკულმა სიახლემ შეძრა, ვანკუვერში, ოლიმპიურ დებიუტამდე ერთი დღით ადრე, მე-13 მოსახვევზე 21 წლის ნოდარ ქუმარიტაშვილი დაიღუპა. 12 წლის შემდეგ, ახლა უკვე 21 წლის საბა ქუმარიტაშვილმა გადაწყვიტა ოჯახური ტრადიცია გაეგრძელებინა და ბიძაშვილის დაწყებული საქმე ბოლომდე მიეყვანა.
ნოდარზე ვფიქრობ, სულ მასზე ვფიქრობ. ჩემს ოჯახში ყველა მოციგავეა, არ მინდოდა საქართველოში ეს სპორტი მომკვდარიყო, მე მისი გაგრძელება დავისახე მიზნად - განაცხადა საბა ქუმარიტაშვილმა.
ნოდარ ქუმარიტაშვილი
ქუმარიტაშვილების ოჯახი ციგით რბოლას 1970-იანი წლებიდან ეწეოდა, ჯერ კიდევ მას შემდეგ, რაც ოჯახის უფროსმა ალეკო ქუმარიტაშვილმა საქართველოში პირველი ტრასის მშენებლობაში შეიტანა წვლილი, შემდეგ კი ეროვნული მწვრთნელის მოვალეობა იკისრა. საბა ქუმარიტაშვილის თქმით, ვანკუვერში მომხდარ ტრაგედიას მისთვის ხელი არ შეუშლია, პირიქით, მშობლებმა ის წაახალისეს, რათა ოჯახური ტრადიცია გაგრძელებულიყო და ოლიმპიურ თამაშებზე ქუმარიტაშვილს ეასპარეზა.
კანიე უესტის კონცერტი პროექტის Starring Georgia ფარგლებში, 12 ივნისს „დინამო არენაზე“ გაიმართება. მაშინ, როცა თბილისში კანიეს კონცერტი ოფიციალურად დაანონსდა, არტისტის შოუებს ევროპის ქვეყნები რიგ-რიგობით აუქმებენ.
თბილისში მოდის სფეროს მთავარი მოვლენა - Mercedes-Benz Fashion Week ბრუნდება. Factory Tbilisi-ს ინდუსტრიულ სივრცეში თავმოყრილი კრეატიული ენერგია წელს განსაკუთრებულ მასშტაბებს შეიძენს.
შვედი არტისტი ჯეი-ჯეი იოჰანსონი თბილისს უბრუნდება, ამჯერად საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრისა და ანსამბლ „შავნაბადას“ თანხლებით. ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით, იოჰანსონის ნაცნობი მელოდიები სრულიად ახალ ჟღერადობას მიიღებს.