რამდენიმე წლის განმავლობაში, საკულტო სერიალ Sex and the city-ს ძველი სერიების გადამღერების შემდეგ, ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ქერი ბრედშოუსა და მისი მეგობრების თავგადასავლი კვლავ გაგრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ ამ სიახლის გასაჯაროების შემდეგ თვეები გავიდა, ინტერესი ახალი სეზონის მიმართ არ ქრება. ჩვენ ხომ იმ კითხვებზე პასუხები გვსურს, რომლებიც ყველაზე მნიშვნელოვანია.
გამოცემა WWD-სთან საუბრისას, ქერი ბრედშოუს როლის შემსრულებელმა - სარა ჯესიკა პარკერმა, რამდენიმე საინტერესო დეტალი გაგვიმხილა. აღმოჩნდა, რომ ყველაფერი გაზაფხულის კარანტინის ჟამს დაიწყო. სარას იდეა დაებადა და უმალვე სერიალის რეჟისორ მაიკლ პატრიკ კინგს დაუკავშირდა, რათა სერიალის გაგრძელების მისეული სიუჟეტისთვის ხორცი შეესხათ. თუმცა, პირველი იდეა მალევე უარყვეს, სამაგიეროდ მინისერიალის გადაღება გადაწყვიტეს - And Just Like That და მუშაობაც სწორედ ამ პროექტზე დაიწყეს.
საინტერესო იქნება იმის ნახვა, ცხოვრების რომელ ეტაპზე იმყოფებიან სერიალის მთავარი გმირები. მირანდასა და შარლოტას შვილები უკვე გაიზარდნენ, ქერი კი ცხოვრებისეულ გამოწვევებთან გამკლავებას ცდილობ.
სარა ჯესიკა პარკერმა განმარტა, რომ მაყურებლები შეიტყობენ, თუ როგორ ურთირთობს თანამედროვე სამყაროში ქერი ბრედშოუ, როგორ მართავს ის სოციალურ ქსელებს და რა კუთხით წაიყვანა მან საკუთარი კარიერა.
არც ისე დიდი ხნის წინ, სარამ განგვიმარტა, რომ ისინი სემ კატრალის, სამანტა ჯონსის როლის შემსრულებლისთვის, შემცვლელს არ ეძებდნენ, სემმა უარი თქვა და ეს მხოლოდ და მხოლოდ მისი გადაწყვეტილება იყო. ახალ ინტერვიუში პარკერმა ამ თემაზე საუბარი აღარ მოინდომა, აი HBO Max-ის კონტენტ-დირექტორმა კი ყველაფერი უფრო ნათლად დაგვანახა.
სერიალის სამი გმირი მოგვიყვება, როგორია ქალის ცხოვრება ნიუ-იორკში, 50 წლის ასაკში, ამავე მიზეზით სამანტას არ ყოფნა მარტივად აიხსნება, 50 წლის ასაკში ის ადამიანები აღარ არიან ჩვენ გვერდით, რომლებთანაც 30 წლის ასაკში ვმეგობრობდით.
შეგახსენებთ, რომ სერიალის გადაღებები ჯერ არ დაწყებულა, ამიტომ ჩვენთვის უცნობია დაახლოებით როდის გვექნება ქერის, მირანდასა და შარლოტას ისტორიის გაგრძელების ნახვის სიამოვნება.
11-12 ივლისს კიკეთის ფერმა „მუსიკალურ დღეებს“ უმასპინძლებს. ცოცხალი მუსიკის, ბუნების, გემრიელი კერძებისა და გასართობი აქტივობების წყალობით, ფესტივალი საუკეთესო მიზეზია, უქმე დღეები კიკეთის ფერმის სიმწვანეში გავატაროთ.
Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის ფარგლებში TheDiary Concept House დახურულ ღონისძიებას უმასპინძლებს, სადაც Dolce & Gabbana Beauty-ის, La Martina-სა და Gucci-ის პროფესიონალები მოდის, მარკეტინგისა და ტექნოლოგიების მომავალზე ისაუბრებენ.
კანიე უესტის კონცერტი პროექტის Starring Georgia ფარგლებში, 12 ივნისს „დინამო არენაზე“ გაიმართება. მაშინ, როცა თბილისში კანიეს კონცერტი ოფიციალურად დაანონსდა, არტისტის შოუებს ევროპის ქვეყნები რიგ-რიგობით აუქმებენ.