#კინო

2025 წლის ოსკარები - ისტორიული გამარჯვებები და დაუვიწყარი მომენტები

გაზიარება:

ჰოლივუდის ყველაზე მნიშვნელოვან საღამოზე ოტ კუტურის შედევრებში გამოწყობილი ვარსკვლავები, ემოციური სიტყვით გამოსვლები და მოულოდნელი გამარჯვებები ვიხილეთ. წლევანდელ ცერემონიაზე კინოინდუსტრიის კიდევ ერთი წარმატებული საღამო შედგა.

ANORA-ს ტრიუმფი

მაიკი მედისონი, ანორა, Anora, Mikey Madison, ოსკარები 2025, Oscars 2025
მაიკი მედისონი კარიერაში პირველ ოსკართან ერთად

საღამოს უდავო გამარჯვებული იყო შონ ბეიკერის ფილმი Anora, რომელმაც ოთხ უმნიშვნელოვანეს კატეგორიაში გაიმარჯვა: საუკეთესო ფილმი, საუკეთესო რეჟისორი, საუკეთესო ორიგინალური სცენარი და საუკეთესო მონტაჟი. ფილმმა არა მხოლოდ კრიტიკოსების აღიარება მოიპოვა, არამედ მაყურებლების გულებიც დაიპყრო. მთავარი როლის შემსრულებელმა მაიკი მედისონმა (Mikey Madison) თავისი პირველი ოსკარი მოიგო, რის შემდეგაც სცენაზე ემოციები, რაღა თქმა უნდა, ვერ დამალა.

„ენის მოგზაურობა გამძლეობასა და საკუთარი თავის აღმოჩენაზეა, და ჩემთვის დიდი პატივია, რომ ამ როლის გაცოცხლება მხვდა წილად“, - აღნიშნა მედისონმა თავის გამოსვლაში.

ედრიენ ბროუდის ტრიუმფალური დაბრუნება 22 წლის შემდეგ

Adrian Brody, Oscars 2025, The Brutalist, ბრუტალისტი, ედრიენ ბროუდი, ოსკარები 2025
Ph: Kevin Winter/ Getty Images

წლევანდელი ოსკარების ერთ-ერთი დაუვიწყარი მომენტი ედრიენ ბროუდის გამარჯვება იყო. ფილმ The Brutalist-ში არქიტექტორის როლის შესრულებისთვის მან საუკეთესო მსახიობის კატეგორიაში გამარჯვება მოიპოვა. ბროუდის შესრულებამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა მისი გამორჩეული ნიჭი და მის კარიერაში მეორე ოსკარიც ჩაიწერა.

მეორეხარისხოვანი როლები

ზოი სალდანა, ოსკარები 2025, Oscars 2025, Zoe Saldana
Ph: Kevin Winter/ Getty Images

მეორეხარისხოვანი როლების კატეგორიაში ზოი სალდანასა და კიერან კალკინის ტრიუმფი ვიხილეთ. Emilia Pérez-ში შესრულებული მეორეხარისხოვანი როლისთვის ზოი სალდანამ თავისი პირველი ოსკარი მოიგო (თანაც პირველად იყო ნომინირებული ამ ჯილდოსთვის), ხოლო კიერან კალკინს ყველაზე პრესტიჟული ჯილდო A Real Pain-ში შესრულებულმა როლმა მოუტანა.

Kieran Culkin, კიერან კალკინი, ოსკარები 2025, Oscars 2025
Ph: Rich Polk/ Getty Images

დენის ვილნევის Dune: Part Two ტექნიკური კატეგორიების აბსოლუტური ლიდერი იყო. ფილმმა აიღო საუკეთესო საუნდისა და ვიზუალური ეფექტებისთვის ორი ოსკარი, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ფილმის კინემატოგრაფიულ სიდიადეს.

ბროდვეის მაგია ოსკარის სცენაზე

cynthia erivo, Ariana grande, სინთია ერივო, არიანა გრანდე, ოსკარები 2025, Oscars 2025
Ph: Kevin Winter/ Getty Images

მიუზიკლების მოყვარულებისთვის წლის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა Wicked-ის გამარჯვება იყო. ფილმმა საუკეთესო კოსტიუმების დიზაინისა და საუკეთესო პროდაქშენ დიზაინის კატეგორიებში გაიმარჯვა, ხოლო არიანა გრანდემ და სინთია ერივომ ბროდვეის ჯადოსნური ატმოსფერო ოსკარის სცენაზე გააცოცხლეს.

საერთაშორისო აღიარება

I'm Still Here, Walter Salles, მე ისევ აქ ვარ, ოსკარები 2025, Oscars 2025
Walter Salles, ფილმის I'm Still Here რეჟისორი. Ph: Kevin Winter/ Getty Images

მიუხედავად იმისა, რომ ფერნანდა ტორესმა პერსონალური ოსკარი ვერ აიღო, ფილმმა I'm Still Here საუკეთესო საერთაშორისო ფილმის კატეგორიაში გაიმარჯვა, რაც ბრაზილიელებისთვის არანაკლებ სასიხარულო შედეგია.

გამარჯვებულების სრული სია კი ასე გამოიყურება:

საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მსახიობი მამაკაცი

კიერინ კალკინი, A Real Pain

საუკეთესო ანიმაციური ფილმი

Flow

საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ანიმაცია

In the Shadow of the Cypress

საუკეთესო კოსტიუმების დიზაინი

Wicked – Paul Tazewell

საუკეთესო ორიგინალური სცენარი

Anora

საუკეთესო ადაპტირებული სცენარი

Conclave

საუკეთესო მაკიაჟი და ვარცხნილობა

The Substance

საუკეთესო მონტაჟი

Anora - Sean Baker

საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მსახიობი ქალი

Zoe Saldaña, Emilia Pérez

საუკეთესო პროდაქშენ დიზაინი

Wicked

საუკეთესო ორიგინალური სიმღერა

El Mal, Emilia Pérez

საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი

The Only Girl in the Orchestra

საუკეთესო დოკუმენტური ფილმი

No Other Land

საუკეთესო ხმა

Dune: Part Two

საუკეთესო ვიზუალური ეფექტები

Dune: Part Two

საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი live action

I’m Not a Robot

საუკეთესო კინემატოგრაფია

The Brutalist

საუკეთესო საერთაშორისო ფილმი

I'm Still Here – ბრაზილია

საუკეთესო ორიგინალური მუსიკა

The Brutalist - Daniel Blumberg

საუკეთესო მსახიობი კაცი

Adrien Brody, The Brutalist

საუკეთესო რეჟისორი

Sean Baker, Anora

საუკეთესო მსახიობი ქალი

Mikey Madison, Anora

საუკეთესო ფილმი

Anora

ზევით