#კინო

დენი ოუშენი და მეგობრები ახალი მისიისთვის ემზადებიან

გაზიარება:

ლეგენდარული Ocean’s Eleven-ის გუნდი კიდევ ერთი თავგადასავლისთვის ემზადება. დენი ოუშენის როლის შემსრულებელმა, ჯორჯ კლუნიმ დაადასტურა, რომ ფილმის ახალი ნაწილი Ocean’s 14 უკვე მზადების პროცესშია. 

Ocean's 13 Ocean's 11

კლუნის თქმით, ფილმის ბიუჯეტი უკვე დამტკიცებულია და ახლა მთავარი ამოცანაა, რომ ყველა მსახიობის გრაფიკი შეათანხმონ.

„უნდა დავადგინოთ გადაღების თარიღი. ალბათ, გადაღებებს ცხრა ან ათ თვეში დავიწყებთ,“ – კლუნი.

Ocean's 14, ჯორჯ კლუნი, ოუშენის 14 მეგობარი

ჯერჯერობით ფილმის შესახებ ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა, თუმცა უცხოური მედიის ინფორმაციით, რეჟისორად The Fall Guy-ისა და Bullet Train-ის ავტორი დევიდ ლეიტჩი მოიაზრება. თუ ბრედ პიტი მართლაც შეუერთდება ფილმს, Ocean’s 14 იქნება მისი და კლუნის კიდევ ერთი ერთობლივი ნამუშევარი Apple TV+-ის 2024 წლის ფილმის Wolfs შემდეგ. კლუნი და ჯულია რობერტსი კი ბოლოს ერთად 2022 წლის რომანტიკულ კომედიაში Ticket to Paradise ვიხილეთ.

Ocean's 14 new movie, ჯორჯ კლუნი, მეტ დეიმონი, ბრედ პიტი

Ocean’s 11, რომელიც სტივენ სოდერბერგმა 2001 წელს გადაიღო, თანამედროვე კინოს ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ძარცვის ისტორიაა. მოგვიანებით გამოვიდა Ocean’s Twelve და Ocean’s Thirteen, ხოლო 2018 წელს Ocean’s 8, სადაც მთავარ როლებს ქალი ვარსკვლავები – სანდრა ბულოკი, კეიტ ბლანშეტი, ენ ჰეთეუეი და რიანა ასრულებდნენ.

ჯულია რობერტსი, ჯორჯ კლუნი

მხოლოდ ეს სიახლე არ გვაქვს – Warner Bros უკვე ემზადება Ocean’s-ის პრიქველისთვის, რომლის რეჟისორიც Twisters-ის ავტორი ლი აიზეკ ჩანგი იქნება. მთავარ როლებში სავარაუდოდ მარგო რობი და ბრედლი კუპერი წარდგებიან. ორივე ფილმის სიუჟეტის დეტალები ჯერჯერობით გასაიდუმლოებულია, სწორედ ისე, როგორც Ocean’s-ის სამყაროს შეეფერება.

Ocean's prequel, მარგო რობი, ბრედლი კუპერი

ზევით