American Idol-ის 21-ე სეზონის ერთადერთი უცხოელი მონაწილე, ნუცა ბუზალაძე, მუსიკალურ კონკურსს გამოეთიშა, საუკეთესო ათეულში მოსახვედრად ნუცას ხმების რაოდენობა არ ეყო. საკუთარი ოცნებებისკენ თავდაჯერებულად მიმავალმა კაშკაშა ნუცამ, უკვე წარმოუდგენელ წარმატებას მიაღწია ამერიკის ყველაზე მასშტაბურ კონკურსში და ეჭვიც არ გვეპარება, რომ წინ კიდევ ბევრი თავგადასავალი ელის წინ, მანამდე კი გეტყვით იმას, რომ ნუცა ბუზალაძემ გასულ ღამეს American Idol შთამაგონებელ ნოტზე დაასრულა და სამყაროს კიდევ ერთხელ აუწყა, რომ შოუ მის ცხოვრებაში გაგრძელდება.
„ეს იყო გასაოცარი მოგზაურობა, ბავშვობის ოცნება ავიხდინე! ფიქრობთ, რომ განადგურებული ვარ შედეგებით? სულაც არა, გულწრფელად ველოდი ამას.
ეს ჩემი, როგორც მომღერლის პირველი ნაბიჯებია შეერთებულ შტატებში და შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია... გულწრფელად რომ გითხრათ, როდესაც უკან ამ მოგზაურობისკენ ვიხედები, ემოციები მეძალება, ჩემთვის ეს უკვე გამარჯვების ტოლფასია.
მადლობელი ვარ AmericanIdol-ის ოჯახის, რომლებმაც ერთადერთ უცხოელ კონკურსანტს შოუში მონაწილეობის შესაძლებლობა მომცეს. სიტყვებით ვერ აღვწერ, როგორი მადლობელი ვარ ჩემი გულშემატკივრების საქართველოში და ახლა აშშ-შიც - თქვენი მხარდაჭერა ყველაფერს ნიშნავს! მილიონი მადლობა ქართველ ემიგრანტებს მთელი მსოფლიოდან! ყველაზე მაგარი ხალხი ხართ.
დღეს სიყვარულითა და სიხარულით ვარ სავსე! მაგრამ ასევე სავსე ვარ ენერგიით, მოტივაციით, ძალით და მონდომებით, მზად ვარ გადავდგა შემდეგი ნაბიჯები ჩემს კარიერაში! ორ რამეს გპირდებით: მომავალში ბევრჯერ გაიგონებთ ნუცას და მეორე - მე ვრჩები ჰოლივუდში და არსად წავალ.
გავაგრძელოთ წინსვლა!“ - დაწერა ნუცამ პირად გვერდზე.
TheDiary წარმატებას უსურვებს ნუცას წარმატებისკენ მიმავალ გზაზე, წინ კიდევ ბევრი მწვერვალია დასაპყრობი! The Show Must Go On Baby!
Victoria’s Secret-ის 2025 წლის შოუ ნიუ-იორკში, 15 ოქტომბერს გაიმართება. ფერადი ფრთებით, ნოსტალგიური ელემენტებითა და ახალ ენერგიით სავსე პოდიუმზე ვიხილავთ ლეგენდარულ მოდელებსა და ახალ სახეებს, მათ შორის მატილდა გვარლიანს.
ლეგენდარული Ocean’s Eleven-ის ვარსკვლავები ეკრანებზე ბრუნდებიან. ჯორჯ კლუნი ადასტურებს, რომ Ocean’s 14-ის გადაღებები რამდენიმე თვეში დაიწყება. ამასთან, Warner Bros-ი Ocean’s-ის პრიქველზეც იწყებს მუშაობს, სადაც მარგო რობისა და ბრედლი კუპერს ვიხილავთ.
პოპვარსკვლავი და მსახიობი სელენა გომესი და მუსიკალური პროდიუსერი ბენი ბლანკომ 27 სექტემბერს სანტა-ბარბარაში დაქორწინდნენ. ინტიმურ ცერემონიას 170 სტუმარი ესწრებოდა.