ამერიკული მეგაშოუს The Voice-ის 24-ე სეზონის 12 საუკეთესო მონაწილეს შორის ქართველი მომღერალი - ნინი ბრეგვაძეცაა. სასცენო სახელით Nini Iris ცნობილმა ქართველმა კონკურსანტმა, Playoff-ების ტურშიდ დასამახსოვრებელი პერფორმანსი შემოგვთავაზა. ნაილ ჰორანმაც გადაწყვეტილების მიღება არ დააყოვნა და ნინი საკუთარი გუნდის ტოპ 3 მონაწილეს შორის დაასახელა, რისი დამსახურებითაც Nini Iris-მა ავტომატურად დაიკავა ტოპ 12 მონაწილეს შორის ადგილი.
„უღრმესი მადლობა ჩემს მწვრთნელს ნაილს რომ ასე სჯერა ჩემი... მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის, შევხვდებით ლაივზე! Top 12 babyyyyy“ - დაწერა ნინიმ სოციალურ ქსელში.
Playoff-ის ტურში ნინ ბრეგვაძემ Bishop Briggs-ის ცნობილი ჰიტი River შეასრულა. "Wow" ამ სიტყვებით დაიწყო გვენ სტეფანიმ ნინის გამოსვლის შეფასება. „შენი ხმით ყველაფრის გაკეთება შეგიძლია, მაგრამ მაინც ასეთი გემოვნებიანი ხარ. არასდროს აჭარბებ და ყოველთვის საჭირო მომენტში იყენებ შენი ხმის ძალას. ძალიან ნიჭიერი ხარ და გაქვს ინტუიცია, რაც ჩვენ ასე გვჭირდება“ - განაცხადა მომღერალმა.
გვენის შემდეგ, ჯონ ლეჯენდის შეფასების დროც დადგა და საქებარი სიტყვები ნინისთვის არც მას დაუკლია. „ყოველ კვირას გვაჩვენებ, რომ ნამდვილი ვარსკვლავი ხარ და ასეთი თავდაჯერებულობითა და ოსტატობით წარმოგვიდგენ თავს. მე უბრალოდ გაოცებული ვარ შენით. ჩვენ ყველას გვსურს, რომ ჩვენს გუნდში იყო”.
ნინი ბრეგვაძის შეფასება დადებითად დაახასიათა რება მაკენტაირმაც, თუმცა აღმოჩნდა, რომ მას მცირე შენიშვნაც ჰქონდა მუსიკოსისთვის. „ვფიქრობ, ძალიან ძლიერი ვოკალისტი ხარ, მაგრამ... ცოტა შორს წახვედი ქორეოგრაფიაში. უძრავად რომ მდგარიყავი, ვფიქრობ კიდევ უფრო შთამბეჭდავი შესრულება იქნებოდა. თუმცა, დიდებული ხარ და ძალიან მიყვარს შენი ხმა“ - დასძინა რებამ.
„ნინის ხმას აქვს თანდაყოლილი ძალა, რომლის ჩახშობაც ძნელია. მიუხედავად ამისა, მან მოახერხა რომ სიმღერის ინტიმური მომენტებისთვის ინტენსივობა საჭირო დროს შეემცირებინა და გაეძლიერებინა შესაფერის მომენტში“ - წერს NBC ნინის გუშინდელ გამოსვლაზე.
შთამბეჭდავმა შესრულებამ და საკუთარი ხმის ოსტატურად ფლობის უნარმა, ნინი მეგაშოუს ახალ ეტაპზე, გუნდის ორ წევრთან: მარა ჯასტინსთან და Huntley-სთან ერთად გადაიყვანა. ახლა დროა Live Performance-ებს და ნინის მორიგ გამოსვლას დაველოდოთ, რომელიც ეჭვიც არ გვეპარება, შთამბეჭდავი იქნება.
მაისის სამი დღის განმავლობაში აზერბაიჯანის დედაქალაქი იქცევა მოდის, ხელოვნებისა და ტექნოლოგიების საერთაშორისო პლატფორმად, სადაც დიზაინერები და კრეატიულ ინდუსტრიებთან დაკავშირებული ადამიანები შეხვდებიან ერთმანეთს.
Sex And the City-ს სპინოფი And Just Like That მესამე სეზონით ბრუნდება და მანჰეტენის თავგადასავლებში გვეპატიჟება. სეზონის პრემიერა 29 მაისს პლატფორმა Max-ზე შედგება. წინ გველის 12 ეპიზოდი — სავსე ზაფხულის ცხელი დღეებითა და უფრო ცხელი ღამეებით, რთული სასიყვარულო ურთიერთობებითა და ოჯახური დრამებით.
ჰარი პოტერის სერიალის პირველი ვარსკვლავური შემადგენლობა უკვე ცნობილია. ნახეთ, ვინ შეასრულებს დამბლდორის, სნეიპის, ჰაგრიდისა თუ მაკგონაგელის როლებს ახალ ეკრანიზაციაში.