სექტემბრის ბოლოდან “ქართველობის” გამოჩენა კიდევ ერთხელ მოგვიწევს. მეგა მუსიკალურ პროექტში ჩვენი მორიგი თანამემამულე მიიღებს მონაწილეობას. ნინი ბრეგვაძე ამერიკული The Voice-ის სცენაზე გამოჩნდება.
ნინი საერთაშორისო მუსიკალური პროექტის ქართული ვერსიის - "ახალი ხმის" აღმოჩენაა. მომღერალმა The Voice of Georgia-ში მონაწილეობა ჯერ კიდევ 2012 წელს მიიღო. რამდენიმე წლის შემდეგ კი ქართულ X ფაქტორშიც გამოჩნდა.
ქართველმა მომღერალმა, რომელიც ბოლო წლებია ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს და მოღვაწეობს, სიახლის შესახებ რამდენიმე დღის წინ, საკუთარი სოციალური ქსელების საშუალებით გვამცნო. ნინიმ The Voice-ის ახალი სეზონის კლიპიც გააზიარა, რომელშიც თავად შემსრულებელი ერთ კადრში ჩნდება, თუმცა კლიპს მთლიანად მის მიერ შესრულებული I see red დასდევს ფონად.
რაც შეეხება The Voice-ის წლევანდელ სეზონს, პროექტში დიდი ცვლილებაა. 12 წლის მანძილზე პირველად, მსაჯებს შორის ცნობილი ქანთრი მომღერალი - ბლეიკ შელტონი აღარ იჯდება. მის ნაცვლად წითელ სკამს ამავე ჟანრის ლეგენდარული მუსიკოსი - რება მაკენტაიერი დაიკავებს. მასთან ერთად 24-ე სეზონის კონკურსანტებს შორის საუკეთესო ხმას ჯონ ლეჯენდი,გვენ სტეფანი და ნილ ჰორანი აღმოაჩენენ.
The Voice-ის ახალი სეზონი სტარტს 25 სექტემბერს, NBC-ზე აიღებს, მომდევნო დღიდან კი სტრიმები Peacock-ის პლატფორმაზე განთავსდება. შოუ ტრადიციულად ბრმა კასტინგებით დაიწყება, სადაც ათობით მონაწილეს შორის ქართველ ნინი ბრეგვაძესაც ვიხილავთ.
Cat’s out of the bag!! Tune in starting 9/25 at 8P ET/ 7P CT to see how I do on The Voice!!! - წერს ინსტაგრამის პოსტში ნინი.
Victoria’s Secret-ის 2025 წლის შოუ ნიუ-იორკში, 15 ოქტომბერს გაიმართება. ფერადი ფრთებით, ნოსტალგიური ელემენტებითა და ახალ ენერგიით სავსე პოდიუმზე ვიხილავთ ლეგენდარულ მოდელებსა და ახალ სახეებს, მათ შორის მატილდა გვარლიანს.
ლეგენდარული Ocean’s Eleven-ის ვარსკვლავები ეკრანებზე ბრუნდებიან. ჯორჯ კლუნი ადასტურებს, რომ Ocean’s 14-ის გადაღებები რამდენიმე თვეში დაიწყება. ამასთან, Warner Bros-ი Ocean’s-ის პრიქველზეც იწყებს მუშაობს, სადაც მარგო რობისა და ბრედლი კუპერს ვიხილავთ.
პოპვარსკვლავი და მსახიობი სელენა გომესი და მუსიკალური პროდიუსერი ბენი ბლანკომ 27 სექტემბერს სანტა-ბარბარაში დაქორწინდნენ. ინტიმურ ცერემონიას 170 სტუმარი ესწრებოდა.