საქართველოს სპორტულ ისტორიას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფურცელი დაემატა. ქართველი მოციგურავე ნიკა ეგაძე ევროპის ჩემპიონია. ეს გამარჯვება არა მხოლოდ მისი პირადი კარიერის მწვერვალია, არამედ საქართველოს ფიგურული ციგურაობის განვითარების მკაფიო ნიშანი.
ინგლისის ქალაქ შეფილდში მიმდინარე ფიგურული ციგურაობის ევროპის ჩემპიონატზე განსაკუთრებული ყურადღება სწორედ ნიკა ეგაძეზე იყო მიმართული. მოკლე პროგრამაში ნაჩვენებმა სიზუსტემ, ტექნიკურმა სისუფთავემ და არტისტულობამ მას მაღალი შეფასება მოუტანა. თავისუფალ პროგრამაშიც ქართველმა სპორტსმენმა დამაჯერებელი გამოსვლა აჩვენა. საერთო ჯამში მოპოვებული პირველი ადგილი ისტორიული შედეგია საქართველოსთვის.
შეჯიბრების შემდეგ ნიკა ეგაძემ თავისი ქორეოგრაფის, ბენუა რიშოს მხარდაჭერაზე ისაუბრა:
ბენუამ მირჩია არ მეფიქრა მედალზე და მხოლოდ სრიალზე ვკონცენტრირებულიყავი და ადამიანებისთვის სიხარული მიმენიჭებინა ამით.
ეგაძემ ასევე აღნიშნა, რომ ბოლო ორი თვის განმავლობაში ინტენსიურად ვარჯიშობდა თავისუფალ პროგრამაში მეოთხე ოთხმაგი ნახტომის დასამატებლად. „ვფიქრობ, ამ შრომამ შედეგი გამოიღო“, - თქვა მან და ხაზი გაუსვა, რომ ამბიციამ გამარჯვებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.
ინგლისის ქალაქ შეფილდში გამართულ ფიგურული ციგურაობის ევროპის ჩემპიონატზე 2026, ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა წყვილთა მედლების დაჯილდოების ცერემონიაზე.
ნიკა ეგაძის ტრიუმფი ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას ამავე სპორტში წყვილთა შეჯიბრში ოქროს მედალის გაგრძელება გახდა. ამ გამარჯვებებმა მკაფიოდ გამოკვეთა გარდამტეხი მომენტი ქართულ ფიგურულ ციგურაობაში. რაც ცხადყოფს, რომ ქართული სპორტი, განსაკუთრებით კი ფიგურული ციგურაობა, ახალ ეტაპზე გადადის.
ტეილორ სვიფტისა და ტრევის კელსის ქორწილი Madison Square Garden-ში გაიმართა. ორდღიანმა ღონისძიებამ ნიუ-იორკი ვარსკვლავური სტუმრებისა და გულშემატკივრების ყურადღების ცენტრში მოაქცია.
2026 წლის ნახევარი თითქმის გასრულდა და დიდ ეკრანებზე უკვე ვიხილეთ ისეთი ფილმები, როგორებიცაა The Devil Wears Prada 2 თუ Toy Story 5. ახლა კი, როდესაც წლის პირველი ნახევარი თითქმის დასრულდა, გადავხედოთ იმ ყველაზე მნიშვნელოვან კინოპრემიერებს, რომლებიც 2027 წლამდე გველოდება.
11-12 ივლისს კიკეთის ფერმა „მუსიკალურ დღეებს“ უმასპინძლებს. ცოცხალი მუსიკის, ბუნების, გემრიელი კერძებისა და გასართობი აქტივობების წყალობით, ფესტივალი საუკეთესო მიზეზია, უქმე დღეები კიკეთის ფერმის სიმწვანეში გავატაროთ.