დღეს საღამოს ბერლინში, 7 საათიდან საქართველოსადმი მიძღვნილი ღონისძიება “We Stand With Georgians” გაიმართება. საღამოს ორგანიზატორი გერმანიაში მოღვაწე ქართველი მომღერალი ნათია თოდუაა, რომელიც კონცერტზე მეგობარ მუსიკოსებთან ერთად იმღერებს.

ნათიას თქმით, ეს კონცერტი იმ ხალხისთვის ტარდება, რომლებიც საქართველოს თავისუფლებისთვის იბრძვიან. საღამოზე დასწრება თავისუფალია და ის საქველმოქმედო ხასიათს ატარებს.
შემოწირული თანხა მთლიანად აქციებზე უსამართლოდ დაპატიმრებული ახალგაზრდების ოჯახებს მოხმარდება.

“მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო ქართველ ერს, რომელიც სიცოცხლის ფასად იბრძვის თავისუფალი და დემოკრატიული საქართველოსთვის,” - წერს ნათია თოდუა სოციალურ ქსელში.
მისამართი: Beusselstrasse 35, 10553 Berlin. კონცერტზე მისვლა 7 საათიდანაა შესაძლებელი, საღამო კი, 8 საათზე დაიწყება.