ჩვენთვის საყვარელი მომღერლის შერის 90-იანი წლების ჰიტად ქცეული სიმღერის Believe-ის ქავერ ვერსია, რომელსაც ქართველი მომღერალი ნათია თოდუა ასრულებს, იმდენად ღრმა და სულში ჩამწვდომია, რომ მისი დასრულების შემდეგ მას ხელახლა აუცილებლად ჩართავთ, თანაც რამდენჯერმე და მოგეხსენებათ ასე როდის ვიქცევით - როდესაც სიმღერა განსაკუთრებულად აღწევს ჩვენს გულამდე.
ქართველი მომღერალი, ნათია თოდუა საზოგადოებისთვის ცნობილი მუსიკალურ კონკურსებში მონაწილეობით გახდა. განსაკუთრებული პოპულარობა და აღიარება ნათიას გერმანულმა პროექტმა Voice-მა მოუტანა, რომელშიც ქართველი მომღერალი ერთპიროვნული გამარჯვებული გახდა. ნათია საკუთარ Youtube არხზე ხშირად გვთავაზობს ცნობილი ჰიტების აკუსტიკურ ქავერებს და რა თქმა უნდა საკუთარ სიმღერებსაც, რომელთა ნაწილი ქართველმა საზოგადოებამ კარგად გაიცნო და შეიყვარა.
ნათიას გზავნილმა Love Letter-მა, რომელიც მისი ახალი ალბომის Miss You-ს ნაწილი გახლავთ, პარიზში გამართულ ფესტივალზე Music Video Underground-ზე თვის საუკეთესო ვიდეოს ნომინაციაში გაიმარჯვა, რასაც მოგვიანებით სხვადასხვა ქვეყნის ჯილდოებიც მოჰყვა. ჯერჯერობით უცნობია, როდის ვიხილავთ მომღერლის ახალ ალბომს, თუმცა მისი სინგლების ნაწილს ნათია Youtube-ის მეშვეობით გვიზიარებს.
TPO, გელ-ლაქის ერთ-ერთი ინგრედიენტი, ევროკავშირში აკრძალული ნივთიერებების რიგს შეემატა. სალონებსა და მწარმოებლებს არსებული მარაგის განადგურება და უსაფრთხო ალტერნატივებზე გადასვლა დაევალათ. ნახეთ, რა არის TPO და რა ცვლილებებია მოსალოდნელი სილამაზის ინდუსტრიაში.
ქართველი მომღერალი, მოდელი და ტელეწამყვანი თიკა ფაცაცია მსმენელს 20-წლიანი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ უბრუნდება. 7 ივლისს, 18:30 საათზე, „კავეა სითი მოლში“ მისი ახალი სიმღერისა და კლიპის პრემიერა გაიმართება.