2024 წლის 5 ივნისს Boeing-ის კოსმოსური ხომალდით, Starliner-ით, კოსმოსში NASA-ს ასტრონავტები ბუჩ ვილმორი და სუნი უილიამსი გაემგზავრნენ. თავდაპირველი გეგმის მიხედვით, ეს მისია ხანმოკლე სატესტო ფრენა უნდა ყოფილიყო, თუმცა ტექნიკურმა ხარვეზებმა მათი კოსმოსში ყოფნა თითქმის 10 თვით გაახანგრძლივა.
ბუჩ ვილმორი, ალექსანდრ გორბუნოვი, ნიკ ჰეიგი და სუნი უილიამსი SpaceX-ის კაფსულში სახელად Megan. ფოტო: AP
ისინი 18 მარტს ფლორიდის წყლებში უსაფრთხოდ დაეშვნენ, თანაც ფასდაუდებელი ინფორმაციითა და გამოცდილებით, რაც NASA-ს მომავალ მისიებს, მათ შორის მთვარეზე გამგზავრებას, მნიშვნელოვნად დაეხმარება.
მათი ხომალდი უპილოტოდ დაბრუნდა დედამიწაზე, ხოლო ვილმორი და უილიამსი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე (ISS) დარჩნენ და 150-ზე მეტი სამეცნიერო ექსპერიმენტი განახორციელეს, მათ შორის 900-საათიანი კვლევები.
ასტრონავტებმა ჩაატარეს კვლევები მცენარის ზრდის შესახებ, ასევე იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად გამოსადეგია ღეროვანი უჯრედის ტექნოლოგია სისხლის დაავადებებთან, ავტოიმუნურ დარღვევებთან და კიბოსთან საბრძოლველად. მისიის ფარგლებში მათ აიღეს კოსმოსური სადგურის გარედან ნიმუშები, რათა შეესწავლათ შეუძლია თუ არა მიკროორგანიზმებს კოსმოსში გადარჩენა.
NASA-მ და SpaceX-მა ასტრონავტების უსაფრთხო დაბრუნებისთვის ყველაფერი იდეალურად დაგეგმეს. 17-საათიანი ფრენის შემდეგ SpaceX-ის კაფსული ფლორიდის სანაპიროსთან, ოკეანეში დაეშვა. NASA-ს წარმომადგენელმა პირდაპირ ეთერში ეს მოვლენა „ულამაზეს დაშვებად“ შეაფასა.
უილიამსის კარიერაში კი რეკორდი დაფიქსირდა - ის გახდა ქალი ასტრონავტი, რომელმაც კოსმოსში ყველაზე ხანგრძლივი (62 საათი და 6 წუთი) „გასეირნება“ განახორციელა.
ბაჩთან და სუნისთან ერთად, SpaceX-ის კაფსულში იმყოფებოდნენ რუსი ასტრონავტი ალექსანდრ გორბუნოვი და NASA-ს ასტრონავტი ნიკ ჰეიგი, რომლებიც კოსმოსში 2024 წლის 28 სექტემბერს გაემგზავრნენ.
Photo: NASA
დაბრუნებისთანავე ასტრონავტებს პირველადი სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდათ. ცხრა თვე კოსმოსში ადამიანის სხეულისთვის სერიოზული გამოცდაა და შესაძლოა კუნთების ატროფია, ძვლის სიმკვრივის დაკარგვა და მხედველობის ცვლილებები გამოიწვიოს.
NASA-ს ცენტრში რამდენიმე დღის მონიტორინგის შემდეგ, ასტრონავტები ოჯახებს დაუბრუნდებიან. მათი დაუვიწყარი მისია, რომელიც სირთულეებისა და გმირული გამძლეობის მაგალითია, კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია კოსმოსური კვლევების განვითარების გზაზე და მტკიცებულება იმისა, რომ ადამიანური ნებისყოფა და ტექნოლოგიური პროგრესი შეუძლებელს შესაძლებლად აქცევს.
ტეილორ სვიფტისა და ტრევის კელსის ქორწილი Madison Square Garden-ში გაიმართა. ორდღიანმა ღონისძიებამ ნიუ-იორკი ვარსკვლავური სტუმრებისა და გულშემატკივრების ყურადღების ცენტრში მოაქცია.
2026 წლის ნახევარი თითქმის გასრულდა და დიდ ეკრანებზე უკვე ვიხილეთ ისეთი ფილმები, როგორებიცაა The Devil Wears Prada 2 თუ Toy Story 5. ახლა კი, როდესაც წლის პირველი ნახევარი თითქმის დასრულდა, გადავხედოთ იმ ყველაზე მნიშვნელოვან კინოპრემიერებს, რომლებიც 2027 წლამდე გველოდება.
11-12 ივლისს კიკეთის ფერმა „მუსიკალურ დღეებს“ უმასპინძლებს. ცოცხალი მუსიკის, ბუნების, გემრიელი კერძებისა და გასართობი აქტივობების წყალობით, ფესტივალი საუკეთესო მიზეზია, უქმე დღეები კიკეთის ფერმის სიმწვანეში გავატაროთ.