APPLA-მა დასაკეცი IPHONE DUO წარადგინა
Apple-მა პირველი დასაკეცი iPhone Duo და iPhone 18 Pro წარადგინა. რა არის ახალი და რატომ დასცინის Samsung-ი Apple-ს.
ბელა ჰადიდმა, ირინა შეიკმა, დომინიკ ჯექსონმა, ჰანთერ შაფერმა და სხვა ცნობილმა მოდელებმა, გასულ ღამეს Mugler-ის 2021 წლის გაზაფხული ზაფხულის-კოლექცია უჩვეულო ფორმატში წარადიგინეს.

კოვიდპანდემიის პირობებში, მოდის სამყაროსთვის ციფრული ფორმატი, უკვე საკმაოდ ნაცნობი მოვლენა გახდა, თუმცა პოდიუმის გაციფრულებას თან, უსაზღვრო შესაძლებლობები და კრეატივისთვის გაშლილი ველი მოჰყვა, რომელიც მოდის სახლ Mugler-ის შემოქმედებითმა გუნდმა სასიკეთოდ გამოიყენა.

Mugler-ის ჩვენებაში პოდიუმი წარმოსახვითია, რომელზეც მოდელები სხვადასხვა მხრიდან მოულოდნელად ჩნდებიან

ვიდეორგოლში, რომელშიც დაკვირვების გარეშე რთულად თუ გაარკვევთ, მოდელები უკუსვლით მიდიან პოდიუმზე, თუ მთლიანი ჩანაწერია გადახვეული (ალბათ, ცოტ-ცოტა ორივე), მოქმედება სრულად შავ ფონზე მიმდინარეობს და ეფექტებისა და ფერების თამაშის წყალობით დამაინტრიგებელი გარემო იქმნება და იმთავითვე გეტყვით, რომ Mugler-ის გაზაფხული-ზაფხულის ჩვენება ის შემთხვევაა, როდესაც მოყოლილს, უცილობლად ნანახი სჯობია.
ფოტოები ჩვენებიდან: