
ციფრულ სამყაროში მზარდი მოთხოვნები და კრეატიული ინდუსტრიის მუდმივი ევოლუცია მოითხოვს სტრატეგიული კომუნიკაციის მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებს. სწორედ ამიტომ, საგანმანათლებლო და მედია პლატფორმებმა, Green Georgia Academy-მ და TheDiary-მ, დაიწყეს უნიკალური საგანმანათლებლო პროექტი, რომლის მიზანი მომავალი თაობის პროფესიონალების მომზადებაა, რომლებიც შეძლებენ ეფექტურად მართონ ბრენდების სტრატეგიული კომუნიკაცია.
ორთვიანი პროგრამა, რომელიც 2025 წლის 25 მარტს დაიწყება, მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ გაკვეთილებს. კურსის კონცეფცია მორგებულია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც აპირებენ კარიერას მოდის ინდუსტრიაში, ჟურნალისტიკაში ან ციფრულ მედიაში.
რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: www.thediaryschool.ge
ლექციები:
სტრატეგიული კომუნიკაცია - თეორიულ და პრაქტიკულ მეთოდებზე დაფუძნებული ლექციები, რომელიც დაეხმარება სტუდენტებს შეიმუშაონ კომუნიკაციის ეფექტური სტრატეგიები.
ჟურნალისტიკა - სტუდენტები შეისწავლიან თუ როგორ შექმნან კრეატიული ტექსტები, როგორც ტრადიციული მედიისთვის, ისე სოციალური მედიისთვის.
მოდის ფოტოგრაფია - ფოტოგრაფიის ძირითადი ტექნიკური და კრეატიული ასპექტები, როგორებიცაა განათება, კომპოზიცია და ფოტოს შექმნის სხვა აუცილებელი ელემენტები.
სოციალური მედია და კონტენტის შექმნა - სტუდენტები შეისწავლიან, თუ როგორ გამოიყენონ სოციალური მედია ეფექტურად და შექმნან კონტენტი, რომელიც შეესაბამება თანამედროვე სტრატეგიებს.
მასტერკლასები:
ინფლუენსერ კონტენტ სტრატეგია - პროფესიონალები გაგიზიარებენ საკუთარ გამოცდილებას და ტექნიკებს, რომლებიც დაგეხმარებათ სოციალური მედიისთვის ეფექტური კონტენტის შექმნაში.
სთაილინგი - კონტენტის შექმნისა და გადაღებისას მნიშვნელოვანი ნაწილი უკავია სთაილინგს. ის ასევე პირადი ბრენდის განუყოფელი ნაწილია. მასტერკლასზე გაეცნობით სხვადასხვა სტილის შექმნის ტექნიკებს.
ჟურნალისტიკა - ჟურნალისტიკის მასტერკლასზე პრაქტიკული გაკვეთილებით გაეცნობით, თუ როგორ უნდა მოამზადოთ სტატია-ინტერვიუები, რეპორტაჟები და კრიტიკული ტექსტები.
პრაქტიკული გამოცდილება და დასაქმების შესაძლებლობები
კურსის ფარგლებში, სტუდენტები გაივლიან სტაჟირებას მედია პლატფორმაზე TheDiary და მარკეტინგულ კომპანიაში Marketing Hub, სადაც ისინი შეიძენენ გამოცდილებას. საუკეთესო შედეგების შემთხვევაში, სტუდენტებს ექნებათ დასაქმების შესაძლებლობა.
Green Georgia Academy უკვე წლებია, რაც წარმატებით მართავს საგანმანათლებლო პროგრამებს მოდის სფეროში, ხოლო TheDiary.ge ერთ-ერთი ლიდერია ცხოვრების სტილის მედია პლატფორმებს შორის.
რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: www.thediaryschool.ge