როდესაც Chanel-ზე ვიწყებთ ფიქრს, ჩვენ მთელი სხეულითა და შეგრძნებებით ვფიქრობთ: წარმოვიდგენთ მარგალიტის ყელსაბამის შეხებას ყელზე, პატარა შავი კაბის მორგებას, რომელიც ყველა ქალს აუცილებლად უნდა ჰქონდეს გარდერობში.
Chanel-ი ეს არის მოგზაურობა ბოჰემურ წვეულებაზე Place Vandome-ში, სადაც გაბრიელამ თავად პიკასო და სალვადორ დალი დაპატიჟა და ბოლოს აუცილებლად მივდივართ თავდაჯერებულობის, ფემინურობისა და ელეგანტურობის მომაჯადოებელ ნოტებამდე, სურნელამდე, რომელიც Chanel-ის ხელწერის საუკეთესო წარმომადგენელია - ყველა დროის, ყველაზე საკულტო სუნამო N°5 ძლევამოსილებისა და მარადიულობის 100 წლის იუბილეს აღნიშნავს.
საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, მოდის სახლმა კერპად ქცეული სუნამოს Chanel N°5-ისთვის მიძღვნილი ფილმი გამოაქვეყნა, რომელიც საკულტო სუნამოს მოგზაურობის ისტორიას გვაცნობს. ყველაფერი კი 1920-იან წლებში იწყება, როდესაც მოდის რევოლუციის მოგზაურობაში, გაბრიელა შანელი კიდევ უფრო შორს გაიჭრა და პირვლი სუნამო წარადგინა, რომელიც თავისი შინაარსითაც რევოლუციული გახლდათ - N°5 იყო პირველი სუნამო, შექმნილი მხოლოდდამხოლოდ ქალებისთვის.
ათწლეულების განმავლობაში Chanel N°5 იქცა მუზად, გამოწვევად, შთაგონებად, N°5 სამყაროს კუბიზმის, დადაიზმისა და სიურეალიზმის აღმავლობის ხანაში მოევლინა და მათთან ერთად დაიწყო ახალ ენაზე საუბარი, სტერეოტიპების მსხვრევა და ჩარჩოების გარღვევა, Chanel-ის სურნელი გახდა თანამედროვეობის მანიფესტი, დამოუკიდებლობის სიმბოლო და თანამედროვე მითი.
Chanel N°5-ს ირჩევდნენ ყველა დროის ყველაზე კაშკაშა ქალები, მათ შორის მერილინ მონროც, რომლის სახელიც სამარადისოდ დაუკავშირდა N°5-ს, N°5-სა კი მერილინს.
ენდი უორჰოლის, ჰელმუნტ ნიუტონის, ირვინ პენისა და რიდლი სკოტის შთაგონების წყარო და MoMA-ს კოლექციის პირველი ექსპონატი 100 წლის იუბილეს ზეიმობს.
კანიე უესტის კონცერტი პროექტის Starring Georgia ფარგლებში, 12 ივნისს „დინამო არენაზე“ გაიმართება. მაშინ, როცა თბილისში კანიეს კონცერტი ოფიციალურად დაანონსდა, არტისტის შოუებს ევროპის ქვეყნები რიგ-რიგობით აუქმებენ.
თბილისში მოდის სფეროს მთავარი მოვლენა - Mercedes-Benz Fashion Week ბრუნდება. Factory Tbilisi-ს ინდუსტრიულ სივრცეში თავმოყრილი კრეატიული ენერგია წელს განსაკუთრებულ მასშტაბებს შეიძენს.
შვედი არტისტი ჯეი-ჯეი იოჰანსონი თბილისს უბრუნდება, ამჯერად საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრისა და ანსამბლ „შავნაბადას“ თანხლებით. ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით, იოჰანსონის ნაცნობი მელოდიები სრულიად ახალ ჟღერადობას მიიღებს.