ყველა დროის ყველაზე ეპიკური წიგნების სერიის „ბეჭდების მბრძანებლის“ ეკრანიზაციის გამოსვლიდან 21 წლის შემდეგ, სამყარო, Amazon Prime Video 2-ის დამსახურებით, მაღალბიუჯეტურ სატელევიზიო ადაპტაციას იხილავს, ახალი დეტალები კი სერიალის შესახებ ჩვენთვის უკვე ცნობილია.
Amazon Prime Video 2-მა ახალი შოუს სახელი გაგვიზიარა - The Rings of Power „ძალაუფლების ბეჭდები“; სწორედ ასე ერქმევა „ბეჭდების მბრძანებლის“ სექუელს, რომლის მიმართ მოლოდინი დღითიდღე იზრდება. საკაბელო ტელევიზიამ სერიალის პირველი თიზერიც წარმოგვიდგინა, რომელიც ძლევამოსილი ბეჭდების შექმნის გზას კიდევ ერთხელ გვაჩვენებს და დიდი დაბრუნებისთვის გვამზადებს.
როგორც ცნობილი გახდა, „ძალაუფლების ბეჭდების“ პრემიერა 2022 წლის 2 სექტემბერს გაიმართება. სერიალი, რომლის გადაღებებზეც რეკორდული 500 მილიონი დოლარი დაიხარჯა, საკულტო ფილმების სერიის მოვლენების პრეისტორიაა. მასში მოქმედება ჩვენთვის ცნობილ ამბებამდე ათასწლეულით ადრე ვითარება და ამ თავგადასავალში როგორც ჩვენთვის კარგად ნაცნობ და საყვარელ, ასევე საკმაოდ ბევრ ახალ პერსონაჟსაც შევხვდებით.
სერიალის გადაღებები ძირითადად ახალ ზელანდიაში მიმდინარეობდა. „ძალაუფლების ბეჭდებში“ მთავარ როლებს ემა ჰორვატი, რობერტ არამაიო, ჯოზეფ მოული, ოვეინ ართური, მორფიდ კლარკი და სხვები შეასრულებენ.
მაისის სამი დღის განმავლობაში აზერბაიჯანის დედაქალაქი იქცევა მოდის, ხელოვნებისა და ტექნოლოგიების საერთაშორისო პლატფორმად, სადაც დიზაინერები და კრეატიულ ინდუსტრიებთან დაკავშირებული ადამიანები შეხვდებიან ერთმანეთს.
Sex And the City-ს სპინოფი And Just Like That მესამე სეზონით ბრუნდება და მანჰეტენის თავგადასავლებში გვეპატიჟება. სეზონის პრემიერა 29 მაისს პლატფორმა Max-ზე შედგება. წინ გველის 12 ეპიზოდი — სავსე ზაფხულის ცხელი დღეებითა და უფრო ცხელი ღამეებით, რთული სასიყვარულო ურთიერთობებითა და ოჯახური დრამებით.
ჰარი პოტერის სერიალის პირველი ვარსკვლავური შემადგენლობა უკვე ცნობილია. ნახეთ, ვინ შეასრულებს დამბლდორის, სნეიპის, ჰაგრიდისა თუ მაკგონაგელის როლებს ახალ ეკრანიზაციაში.