თეა თოფურიას რომანი „იაკობის ჭასთან“ ევროკავშირის ლიტერატურული პრემიის ფინალშია
ქართველი მწერლის მაგიური რეალიზმის ჟანრში შექმნილი რომანი იდენტობისა და კულტურული მემკვიდრეობის თემებს ეხება.
ლედი გაგამ სოციალურ ქსელში House of Gucci-ს გადასაღები მოედნიდან, ადამ დრაივერთან ერთად გადაღებული ფოტოსურათი გაგვიზიარა. მომღერალი შეცვლილი იმიჯითა და მსახიობი თეთრი სვიტერით დათოვლილი ალპების ფონზე პოზირებენ და თუ კი ჯერაც ვერ მიხვდით, რაშია საქმე, ყველაფერს ახალვე აგიხსნით.
ლედი გაგა და ადამ დრაივერი რიდლი სკოტის ახალ ფილმში მაურიციო გუჩისა და მისი ყოფილი მეუღლის პატრიცია რეჯინის როლებს ირგებენ. ფილმს სარა ფორდენის ნოველის მიხედვით იღებენ და მასში ლედი გაგასა და ადამის გარდა, ისეთი ვარსკვლავები იღებენ მონაწილეობას, როგორებიც ჯარეტ ლეტო, ალ პაჩინო და ჯეკ ჰასტონი არიან - ყველაფერი ისე, როგორც დიდებულ მოდის სახლს, მის მემკვიდრეობასა და გუშის სახლის წარმომადგენლებს შეეფერებათ.
House of Gucci-ს პრემიერა 2021 წლის 24 ნოემბერსაა ჩანიშნული და მიუხედავად იმისა, რომ უკვე მოუთმენლად ველით მის ხილვას, ისღა დაგვრჩენია გადასაღებ მოედანზე გავრცელებული კადრებით მოვიკლათ სურვილი.