კიმ კარდაშიანი რომ დემნა გვასალიას და Balenciaga-ს ქმნილებების ექსკლუზიურ გოგოდ იქცა, ამაში ეჭვი უკვე აღარავის ეპარება. გარდა იმისა, რომ კიმმა მსოფლიო Met Gala-ზე მოდის სახლის შავი ჩაცმულობით აალაპარაკა, შემდეგ კი ყოფილი მეუღლის კონცერტზე სწორედ Balenciaga-ს საპატარძლო კაბაში გამოჩნდა, უკვე ყველამ ვიცოდით, რომ ეს უბრალო გატაცება არ იყო და კიმსა და მოდის სახლს შორის სასიყვარულო ურთიერთობა უფრო დიდხანს გასტანდა.
გასულ უქმეებზე, კიმ კარდაშიანი SNL-ის სცენაზე მასპინძლის სტატუსით გამოჩნდა და კიმის მონოლოგმა ორი მნიშვნელოვანი ფაქტის გამო დაიმსახურა ხალხის ყურადღება. პირველი გახლდათ ის თუ როგორი თვითირონიით მიუდგა კიმი მის ცხოვრებაში განვითარებულ მოვლენებს და რამდენად კმაყოფილი და ბედნიერი აღმოჩნდა კარდაშიანი საკუთარი ცხოვრებით.
მეორე ფაქტი კი რომელიც შეუძლებელი იყო თვალთახედვიდან გამოგვპაროდა კიმ კარდაშიანის ვარდისფერი ხავერდის კომბინეზონი გახლდათ, რა თქმა უნდა, Balenciaga-გან. კიმმა დემნა გვასალიას ქმნილებებზე არჩევანი გასული კვირის თითოეულ დღეს და ზოგჯერ დღეში ორჯერაც კი შეაჩერა, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამჟამად კიმი, დემნას საუკეთესო წარმომადგენლად ითვლება რეალურ ცხოვრებაში, პოდიუმს მიღმა.
კანიე უესტის კონცერტი პროექტის Starring Georgia ფარგლებში, 12 ივნისს „დინამო არენაზე“ გაიმართება. მაშინ, როცა თბილისში კანიეს კონცერტი ოფიციალურად დაანონსდა, არტისტის შოუებს ევროპის ქვეყნები რიგ-რიგობით აუქმებენ.
თბილისში მოდის სფეროს მთავარი მოვლენა - Mercedes-Benz Fashion Week ბრუნდება. Factory Tbilisi-ს ინდუსტრიულ სივრცეში თავმოყრილი კრეატიული ენერგია წელს განსაკუთრებულ მასშტაბებს შეიძენს.
შვედი არტისტი ჯეი-ჯეი იოჰანსონი თბილისს უბრუნდება, ამჯერად საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრისა და ანსამბლ „შავნაბადას“ თანხლებით. ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით, იოჰანსონის ნაცნობი მელოდიები სრულიად ახალ ჟღერადობას მიიღებს.