Tesla-ს ახალი Roadster: ავტომობილი, რომელსაც ფრენა შეუძლია
Tesla-მ ახალი Roadster წარადგინა. სპორტულ ავტომობილს ჰაერში მცირე მანძილზე გადაადგილება და სპეციალურ ტრასაზე თავდაყირა მოძრაობა შეუძლია.
„აქ მყოფთაგან ვინმე საქართველოში ხომ არ ცხოვრობთ? ახალი პროექტისთვის, საქართველოში გადაღებულ ფოტოებს ვეძებ. გაგვიზიარეთ თქვენ მიერ გადაღებული ფოტო, რომლითაც ამაყობთ“ - ამერიკელი მსახიობი და ანტრეპრენერი ჯოზეფ გორდონ-ლევიტი საქართველოში გადაღებულ ფოტოებს Facebook-ის საკუთარ გვერდზე ეძებს.
მსახიობი პირად სოციალურ გვერდზე ხშირად აზიარებს მსგავსი შინაარსის ფოტოსურათებს და დიდი ალბათობით საკმაოდ დიდ პროექტისთვისაც ემზადება, მაგრამ ჯერ არც ერთ ფოტოზე არ ყოფილა ისეთი გამოხმაურება, როგორიც ძველი თბილისის რაკურსიდან გადაშლილმა სურათმა გამოიწვია.

ჯოზეფ გორდონ-ლევიტის სურათს უკვე 3 ათასზე მეტი მოწონება და 1300 კომენტარი აქვ მოგროვებული, სანამ ქართველები ერთიანი ძალებით უტევენ მსახიობის Facebook გვერდს, თქვენ რომელ ფოტოს გაუზიარებდით ლევიტს?