ჯიჯი ჰადიდი, ახალგაზრდა დედის ამპლუაში ყოფნით ტკბება, მას და ზეინ მალიკს სექტემბერში ქალიშვილი შეეძინათ, რომელსაც კაი დაარქვეს. სუპერმოდელმა კარიერაში პაუზა აიღო და მხოლოდ შვილზე კონცენტრირდა, თუმცა ამერიკული Vogue-ის მარტის ნომრის გარეკანის დასამშვენებლად დრო მაინც გამონახა და გამოცემასთან ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა, მათ შორის იმაზეც, თუ როგორ შეიცვალა ჯიჯის სახის კანისა და მაკიაჟის რუტინა კაის გაჩენის შემდეგ.
ჯიჯი ჰადიდის თქმით, ორსულობის პერიოდში ის მხოლოდ ბუნებრივ ინგრედიენტებზე დამზადებულ ბრენდებს ანიჭებდა უპირატესობას, ისეთს, როგორიც Oliveda-ა, თუმცა კაის გაჩენისა და ზამთრის დადგომასთან ერთად, სუპერმოდელი იმ პროდუქტებს მიუბრუნდა, რომლებსაც თინეიჯერობის ასაკიდან მოიხმარს.
ჯიჯი ჰადიდის კანის მოვლისა და მაკიაჟის მთელი რუტინა 500 დოლარზე მეტი ღირებულების პროდუქტებს მოიცავს, თუმცა მათ შორის საკმაოდ ბევრი ბიუჯეტური პროდუქტია, მაგალითად ბრენდ Maybelline-ის (რომლის წარმოამდგენლადაც ჯიჯი გვევლინება) კორექტორი, ტონალური საცხი, ტუჩის გლოსი თუ ოქროსფერი ტუჩსაცხი.
ყოველთვის ბიუჯეტური პროდუქტების გულშემატკივარი ვიყავი. უბრალოდ კარგი საშუალებების შეძენა მსურს და მიმაჩნია, რომ ამაში ძვირი არ უნდა გადაიხადო
სახის დატენიანების პირველ ეტაპზე ჯიჯი, Dr. Jart-ის დამატენიანებელ საცხსა და Odacité-ს კონცენტრანტს იყენებს, იმის გათვალისწინებით, რომ ჰადიდს მშრალი კანი აქვს, ის დატენიანების ეტაპს დიდ დროსა და ყურადღებას უთმობს. სახის შემდეგ ტუჩების დრო დგება და აქ სუპერმოდელი გვირჩევს, რომ ტუჩები ჩვენი რუტინის დასაწყისშივე დავიტანოთ, რათა ტუჩსაცხის წასმის მომენტში მას უკვე ჯანსაღი და დატენიანებული იერი ჰქონდეს.
ყოველდღიურად ასე ნამდვილად არ გამოვიყურები, ზოგჯერ მაკიაჟს მთელი კვირის განმავლობაში არ ვიკეთებ.
მაყურებლისთვის გულწრფელი რჩევებისა და საკუთარი გამოცდილების გაზიარების გარდა, ჯიჯიმ ისიც აღნიშნა, რომ ის ყოველდღიურად ასე არ გამოიყურება და რომ მას როგორც ახალბედა დედას ზოგჯერ თმის დავარცხნისთვისაც კი არ რჩება დრო და ეს სრულებით ნორმალურია.
Cetaphil Facial Cleanser - Daily Face Wash for Normal to Oily Skin
TPO, გელ-ლაქის ერთ-ერთი ინგრედიენტი, ევროკავშირში აკრძალული ნივთიერებების რიგს შეემატა. სალონებსა და მწარმოებლებს არსებული მარაგის განადგურება და უსაფრთხო ალტერნატივებზე გადასვლა დაევალათ. ნახეთ, რა არის TPO და რა ცვლილებებია მოსალოდნელი სილამაზის ინდუსტრიაში.
ქართველი მომღერალი, მოდელი და ტელეწამყვანი თიკა ფაცაცია მსმენელს 20-წლიანი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ უბრუნდება. 7 ივლისს, 18:30 საათზე, „კავეა სითი მოლში“ მისი ახალი სიმღერისა და კლიპის პრემიერა გაიმართება.