APPLA-მა დასაკეცი IPHONE DUO წარადგინა
Apple-მა პირველი დასაკეცი iPhone Duo და iPhone 18 Pro წარადგინა. რა არის ახალი და რატომ დასცინის Samsung-ი Apple-ს.
როდესაც ინდუსტრიული არქიტექტურა და კლასიკური მუსიკა ერთ სივრცეში ერთიანდება, შედეგი ყოველთვის შთამბეჭდავია. 9 მაისს, Factory Tbilisi, რომელიც უკვე დიდი ხანია ქალაქის მთავარ ალტერნატიულ წერტილად იქცა, Mercedes-Benz Fashion Week-ის ფარგლებში ერთ-ერთ ყველაზე უნიკალურ კოლაბორაციას უმასპინძლებს.
შვედი არტისტი ჯეი-ჯეი იოჰანსონი თბილისს უბრუნდება, ამჯერად საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრისა და ანსამბლ „შავნაბადას“ თანხლებით. ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით, იოჰანსონის ნაცნობი მელოდიები სრულიად ახალ ჟღერადობას მიიღებს.

იოჰანსონი 90-იანი წლებიდან მოყოლებული ტრიპ-ჰოპისა და ექსპერიმენტული პოპის ოსტატად ითვლება. კარიერის განმავლობაში მან არაერთი ჰიტი შექმნა, რომლებმაც დროს გაუძლო. მათ შორის არის ისეთი საკულტო სინგლები, როგორებიცაა: On the Radio, Far Away, It Hurts Me So, Believe in Us და She Doesn’t Live Here Anymore. 9 მაისს მისი საფირმო მელანქოლიური ვოკალი სიმფონიური ტექსტურებით გაიშლება.
Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi ის სივრცეა, სადაც ახალგაზრდა დიზაინერები თავიანთ კარიერას იწყებენ, თუმცა, ამას გარდა მას ვიზუალური და ინტელექტუალური გამოცდილებაც შეგვიძლია ვუწოდოთ, სადაც სწორედ მუსიკას აქვს უდიდესი როლი.

ანსამბლ „შავნაბადას“ ჩართულობა კი პროექტს ლოკალურ აქცენტს მატებს. შვედური სევდა, ქართული მრავალხმიანობა და ორკესტრის კლასიკური ჟღერადობა არის ის სინთეზი, რომელიც ზუსტად პასუხობს თანამედროვე თბილისის ხასიათს: ექსპერიმენტულს, წარსულზე დაფუძნებულს და ამავდროულად, ძალიან თანამედროვეს.
თბილისში, სადაც მოულოდნელი კოლაბორაციები უკვე ტრადიციად იქცა, 9 მაისის საღამო მაინც გამორჩეული იქნება. Factory Tbilisi-ში იოჰანსონისა და რაჭველის ტანდემი ზუსტად იმ განწყობას შექმნის, რომელიც კონცერტის დასრულების შემდეგაც დიდხანს გაგყვება.