თვალის მაკიაჟი რომ საკუთარი შინაგანი სამყაროსა და გუნება-განწყობილობის უკეთ გამოხატვის ყველაზე ეფექტური საშუალებაა, ამაზე არავინ დაობს. სწორედ ჩვენი ხასიათიდან გამომდინარე ხან პომპეზურ მაკიაჟს მივმართავთ, ხანაც მარტივ, თუმცა ეფექტურ ვარიანტებზე ვაკეთებთ არჩევანს.
ჩვენი შინაგანი ხელოვანის აღმოჩენა გვიანი არასდროსაა, მარტივი, თუმცა საოცრად დახვეწილი თვალის მაკიაჟით ჩვენ შეგვიძლია სწორად გავუსვათ ხაზი თვალებს და ვიყოთ თვალისმომჭრელები ყოველდღიურად.
ცნობილი მეიქაფ არტისტი რობინ ბლექი და Beauty Is Boring-ის სტუდიო თანამშრომლობით, თვალის საუცხოო მაკიაჟის ნიმუშებს ხშირად გვთავაზობენ, ჩვენი რჩეული ალუბლისფრად შეფერილი თვალებია, რომელიც სწორად შერჩეული პროდუქტით მარტივი მისაღწევია.
სარა სამპაიოს ეს საოცრად მშვენიერი ბიუთი ლუქი პატრიკ ტას ეკუთვნის, რომელმაც მოდელის თვალები შავი ლაინერით და სწორი ხაზებით გამოკვეთა და ის უფრო დიდი და თვალშისაცემი წარმოაჩინა.
თვალისმომჭრელი ბუთი ლუქების სანახავად, აუცილებლად უნდა გამოიწეროთ ნამ ვოს Instagram გვერდი, დღეს ერთ-ერთ მის ბრწყინვალე ნამუშევარს და თვალების პასტელურ ვარდისფერში შეღებვის ოსტატურ ნიმუშს გაჩვენებთ.
ვარდისფერი ფერის კიდევ ერთი საოცარი ნამუშევარი სარა ჩეპმანს ეკუთვნის, რომელმაც ამ ფერის რამდენიმე ტონალობა ერთდროულად გამოიყენა და შეუდარებელი ლუქი შექნა.
Get the look
Luxury Eyeshadow Palette - Walk of No Shame Collection ($53)
ნიკი ვულფი ბზინვარების ქალღმერთადაა აღიარებული, მისი ეს ბიუთი ლუქი კი ამის ნამდვილი მტკიცებულებაა. ნიკის ხრიკი, რომლითაც ის ოქროსფერ ჩრდილს ქუთუთოს შუა ნაწილში ათავსებს, თვალს ბევრად ნათელს ხდის.
Get the look
Christian Dior Diorshow Mono Professional Eye Shadow
და ბოლოს წარმოგიდგენთ ყვითელი ჩრდილების ნამდვილ სილამაზეს, რომელიც მართალია რთული მოსარგებია, თუმცა სწორად შერჩეული ჩრდილი შესაძლოა ზუსტად ისე მოირგოთ, როგორც გსურთ.
11-12 ივლისს კიკეთის ფერმა „მუსიკალურ დღეებს“ უმასპინძლებს. ცოცხალი მუსიკის, ბუნების, გემრიელი კერძებისა და გასართობი აქტივობების წყალობით, ფესტივალი საუკეთესო მიზეზია, უქმე დღეები კიკეთის ფერმის სიმწვანეში გავატაროთ.
Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის ფარგლებში TheDiary Concept House დახურულ ღონისძიებას უმასპინძლებს, სადაც Dolce & Gabbana Beauty-ის, La Martina-სა და Gucci-ის პროფესიონალები მოდის, მარკეტინგისა და ტექნოლოგიების მომავალზე ისაუბრებენ.
კანიე უესტის კონცერტი პროექტის Starring Georgia ფარგლებში, 12 ივნისს „დინამო არენაზე“ გაიმართება. მაშინ, როცა თბილისში კანიეს კონცერტი ოფიციალურად დაანონსდა, არტისტის შოუებს ევროპის ქვეყნები რიგ-რიგობით აუქმებენ.