ჰიპ-ჰოპის ლეგენდა, AKON 23 მაისს, თბილისი არენაზე კონცერტს გამართავს. ამ საღამოს, ქართველი მსმენელისთვის კარგად ნაცნობი ქართული ბენდი, Killages გახსნის. ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია!
მომღერალი, რომელიც წარმოშობით სენეგალიდანაა, პოპულარული ამერიკის შეერთებულ შტატებში, 2000-იანი წლების დასაწყისში გახდა. უკვე ორ დეკადაზე მეტია, რაც Akon-ი ჰიპ-ჰოპ და R&B-ი მუსიკის ერთ-ერთ ყველაზე მოსმენად რეპერტუარს ქმნის. მისი ცნობილი სიმღერებია "Lonely","Smack That", and "I Wanna Love You”. პოპულარობა მან სინგლით "Locked Up" მოიპოვა, რომელიც მომღერლის 2004 წლის სადებიუტო ალბომიდან Trouble არის.
ეიკონმა მეორე ალბომის გამოშვების შემდეგ გრემის ნომინაციაც დაიმსახურა. დღეის მონაცემებით კი, 5 გრემის მფლობელია და მის ანგარიშზე 35 მილიონზე მეტი გაყიდული ალბომია. კარიერის მანძილზე Akon-მა არაერთ ლეგენდარულ არტისტთან ითანამშმრომლა. მათ შორისაა, მაიკლ ჯექსონი, სნუპ დოგი, ლეიდი გაგა, 50 ცენტი, ემინები და დავიდ გეტა. Akon-ი მუსიკის ინდუსტრიაში მუშაობის გარდა, საზოგადოებრივი საქმიანობითაცაა დაკავებული. 2014 წლიდან მისი პროექტი - Akon Lighting Africa აფრიკის 15 ქვეყანაში მზის ენერგიის მეშვეობით ელექტროენერგიის მიწოდებას უზრუნველყოფს.
Akon-ის მუსიკლაური ოსტატობა იდეალურად ჩანს ცოცხალი შესრულების დროს. მისი ვოკალური მონაცამები, თუ საინტერესო და მოულოდნელი შოუს ელემენტები, მომღერალს დაუვიწყარ შემსრულებლად აქცევს. ის ყოველთვის ახერხებს აუდიტორია კონცერტის ტალღაში ჩართოს და დაუვიწყარი პერფორმანსი შექმნას.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, Akon 23 მაისს, თბილისი არენაზე კონცერტს გამართავს. არ გამოაკლდეთ სეზონის ყველაზე ხმაურიან კონცერტს და მოისმინეთ 2000-იანების ჰიტები ცოცხალი შესრულებით. ჩვენ კი გირჩევთ, 2000-იანების მოდის ინსპირაციითაც გამოეწყოთ და რამდენიმე საათით, ამ ეპოქაში Akon-თან ერთად იმოგზაუროთ.
Victoria’s Secret-ის 2025 წლის შოუ ნიუ-იორკში, 15 ოქტომბერს გაიმართება. ფერადი ფრთებით, ნოსტალგიური ელემენტებითა და ახალ ენერგიით სავსე პოდიუმზე ვიხილავთ ლეგენდარულ მოდელებსა და ახალ სახეებს, მათ შორის მატილდა გვარლიანს.
ლეგენდარული Ocean’s Eleven-ის ვარსკვლავები ეკრანებზე ბრუნდებიან. ჯორჯ კლუნი ადასტურებს, რომ Ocean’s 14-ის გადაღებები რამდენიმე თვეში დაიწყება. ამასთან, Warner Bros-ი Ocean’s-ის პრიქველზეც იწყებს მუშაობს, სადაც მარგო რობისა და ბრედლი კუპერს ვიხილავთ.
პოპვარსკვლავი და მსახიობი სელენა გომესი და მუსიკალური პროდიუსერი ბენი ბლანკომ 27 სექტემბერს სანტა-ბარბარაში დაქორწინდნენ. ინტიმურ ცერემონიას 170 სტუმარი ესწრებოდა.