ლეგენდარული მომღერლის, ავტორისა და მოცეკვავის შესახებ HBO დოკუმენტურ ფილმს 27 მარტს წარმოგვიდგენს. ფილმი, რომელიც საკულტო მომღერლის ბრწყინვალე კარიერის 60 წლის, მისი გამოწვევების, აღმავლობისა და პირადი ცხოვრების დეტალების შესახებ გვიამბობს, ტინა ტერნერის Rock & Roll Hall of Fame-ის ნომინაციას დაემთხვა და ჩვენც მოუთმენლად ველით 81 წლის დიდებული არტისტის დოკუმენტურ ფილმ TINA-ს.
ფილმი ტინა ტერნერის 6 ათწლეულის კარიერის შესახებ გვიამბობს
HBO-ს ცნობით, დოკუმენტური ფილმი ვარსკვლავის დაბადების ისტორიას გვიამბობს, ამიტომ თხრობას ტინას მუსიკალურ კარიერაში გადადგმული პირველი ნაბიჯებიდან დაიწყებს, მოგვითხრობს იმ გამოწვევებისა და ტანჯვის შესახებ, რაც მომღერალმა გამოიარა საბოლოოდ კი 80-იანების საკულტო მომღერლის დაბადების მომსწრენიც გავხდებით.
დოკუმენტურ ფილმში გაერთიანებული იქნება კადრები ტინა ტერნერის ინტერვიუდან, რომელიც მომღერლის შვეიცარიის სახლშია გადაღებული, აგრეთვე მისი ახლო მეგობრებისა და ნათესავების კომენტარები.
დოკუმენტურ ფილმზე გამოცდილი გუნდი მუშაობს
TINA-ს მიღმა არა ერთი გამორჩეული და ნიჭიერი ადამიანის სახელსა და გვარს ამოიკითხავთ, მათ შორის არიან ოსკაროსანი რეჟისორები დან ლინდსეი და ტ.ჯ. მარტინი, აგრეთვე პროდიუსერები საიმონ და ჯონათან ჩინები, რომლებსაც 2018 წელს გამოსული უიტნი ჰიუსტონის დოკუმენტური ფილმის დიდება ეკუთვნით.
სასტიკი მოპყრობის მსხვერპლი და გადარჩენილი ქალი
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და საყურადღებო თემა, რომელსაც დოკუმენტური ფილმი შეეხება, ტინა ტერნერის ფერფლიდან წამოდგომის ისტორია გახლავთ. 1981 წელს მომღერალმა გამოცემა People-თან საუბრისას აღიარა, რომ ყოფილი ქმრისგან სასტიკი მოპყრობის მსხვერპლი იყო, თუმცა მოძალადეს თავი დააღწია, გადარჩა და უამრავ ქალს მისცა გამბედაობის მაგალითი.
11-12 ივლისს კიკეთის ფერმა „მუსიკალურ დღეებს“ უმასპინძლებს. ცოცხალი მუსიკის, ბუნების, გემრიელი კერძებისა და გასართობი აქტივობების წყალობით, ფესტივალი საუკეთესო მიზეზია, უქმე დღეები კიკეთის ფერმის სიმწვანეში გავატაროთ.
Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის ფარგლებში TheDiary Concept House დახურულ ღონისძიებას უმასპინძლებს, სადაც Dolce & Gabbana Beauty-ის, La Martina-სა და Gucci-ის პროფესიონალები მოდის, მარკეტინგისა და ტექნოლოგიების მომავალზე ისაუბრებენ.
კანიე უესტის კონცერტი პროექტის Starring Georgia ფარგლებში, 12 ივნისს „დინამო არენაზე“ გაიმართება. მაშინ, როცა თბილისში კანიეს კონცერტი ოფიციალურად დაანონსდა, არტისტის შოუებს ევროპის ქვეყნები რიგ-რიგობით აუქმებენ.