#კინო

ჰარი პოტერის მაგია ბრუნდება: HBO სერიალის მსახიობების სიას აქვეყნებს

გაზიარება:

ჰარი პოტერის სერიალის პირველი ვარსკვლავური შემადგენლობა უკვე ცნობილია. HBO ჰოგვორტსის ლეგენდარულ პერსონაჟებს ახალ ცხოვრებას, მაყურებელს კი ეკრანზე ახალ სახეებს უმზადებს.

Janet McTeer, Papa Essiedu, Harry Potter HBO, ჰარი პოტერის სერიალი, სევერუს სნეიპი, მინერვა მაკგონაგელი
Papa Essiedu და Janet McTeer

სერიალში ალბუს დამბლდორის როლს John Lithgow შეასრულებს. მის გვერდით მაყურებელი იხილავს Janet McTeer-ს, რომელიც მინერვა მაკგონაგელის როლში გამოჩნდება. სევერუს სნეიპს Paapa Essiedu გააცოცხლებს, ხოლო რუბეუს ჰაგრიდს Nick Frost-ი. ასევე ცნობილი გახდა, რომ პროფესორ ქვირელის როლში Luke Thallon-ს ვიხილავთ, არგუს ფილჩის პერსონაჟს კი Paul Whitehouse-ი განასახიერებს.

John Lithgow, harry potter HBO, ალბურ დამბლდორი, ჰარი პიტერის სერიალი

HBO-ს სერიალი რამდენიმე წელს გაგრძელდება და თითოეული სეზონი წიგნის ერთ ნაწილს დაეთმობა. ეს საკმაოდ დიდი დროა და სავარაუდოდ, გაცილებით უფრო ღრმა და ემოციურად დატვირთული ეკრანიზაცია გველის წინ, რადგან ფილმებში წიგნის ბევრი დიალოგი ვერ მოხვდა და ზოგიერთი პერსონაჟის განვითარებაც არასაკმარისად იყო ნაჩვენები. ყოველი წიგნისთვის თითო სეზონი კი საკმარისია, რომ მაგიური სამყაროს სრულყოფილი ისტორია ეკრანზე გაცოცხლდეს.

Nick Frost, hagrid, Harry Potter HBO, ჰარი პოტერის სერიალი

მიუხედავად იმისა, რომ ჰოგვორტსის პროფესორების როლები უკვე გადანაწილებულია, ჰარის, ჰერმიონისა და რონის შემსრულებლების შესახებ ჯერ არაფერი ვიცით. უკვე გამოცხადდა 9-დან 11 წლამდე მსახიობებისთვის ღია კასტინგი, რომელზეც 30,000-ზე მეტმა ბავშვმა გაგზავნა განაცხადი. საბოლოო შერჩევა სავარაუდოდ მალე დასრულდება, რადგან გადაღებები 2025 წლის ზაფხულშია დაგეგმილი. პრემიერის ზუსტი თარიღი ჯერ უცნობია.

Luke Thallon, Professor Quirelle, Harry Potter HBO, ჰარი პოტერის სერიალი

სერიალის აღმასრულებელი პროდიუსერი წიგნების სერიის ავტორი ჯოან როულინგი იქნება. მასთან ერთად იმუშავებენ დევიდ ჰეიმანი (Harry Potter-ის ფილმების პროდიუსერი) და Brontë Film and TV-ს გუნდი. HBO იმასაც დაგვპირდა, რომ სერიალი ზედმიწევნით გაჰყვება წიგნის შინაარსს.

გავრცელდა ასევე ხმები, რომ ვოლდემორის როლზე შესაძლოა კილიან მერფი განიხილებოდეს, თუმცა ეს ჯერ ოფიციალურად დადასტურებული არ არის.

მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ბევრი კითხვაა პასუხგაუცემელი, ერთი რამ ზუსტად ვიცით - მომავალში, ჰარი პოტერის სერიალი HBO-ს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და შთამბეჭდავი ტელეპროექტი გახდება.

ზევით