GEOX-ის ახალი კოლექცია და Fast In ხაზი
Geox-მა ახალი კოლექცია წარადგინა. საღამოს მთავარი აქცენტი Fast In-ის ქალისა და კაცის მსუბუქი მოდელები იყო, რომლებიც სწრაფად და მარტივად იცმევა.
100-წლიანი იუბილეს პომპეზურად აღნიშვნის შემდეგ, Gucci ახალ სარეკლამო კამპანიას წარმოგვიდგენს, რომელმაც ისეთი ვარსკვლავები და ბრენდის ერთგული გულშემატკივრები გააერთიანა, როგორებიც ჰარი სტაილსი, აკვაფინა, დაკოტა ჯონსონი, სერენა უილიამსი, სიენა მილერი და დაიან კიტონი არიან.

Gucci-ს საკულტო ჩანთების კამპანია ღამის შოუს პაროდიის სტილში წარსდგა, რომელსაც სული, რაღა თქმა უნდა ბრენდის კრეატიულმა დირექტორმა ალესანდრო მიკელემ ჩაჰბერა, თავად ღამის შოუს წამყვანად კი ჯეიმს კორდონი მოგვევლინა. კამპანიებში ცნობილმა ადამიანებმა, Gucci-ს ყველაზე ცნობილი ხელჩანთები წარადგინეს, მათ შორის იყო Dionysus და Jackie 1961-ის მოდელიც.

"ჩვენ დროში ვიმოგზაურეთ და იმ პერიოდში დავბრუნდით, როდესაც ღამის შოუები დიდი მოვლენა იყო, ამ ღამით კი მთავარ გმირად ჩანთა გვევლინება. ხშირ შემთხვევაში ეს ჩანთები გავლენიანი ქალების სახელებს ატარებენ, იმ ქალების, რომლებმაც ჩანთებს პიროვნულობა შემატეს" - განაცხადა ალესანდრომ ოფიციალურ განცხადებაში.

თითოეულ ვარსკვლავს და მის ხელთ არსებულ საკულტო ჩანთას პერსონალური ვიდეორგოლი მიეძღვნა, რომელშიც ცნობილი ადამიანები ორ სიტუაციაში - ეკრანებზე და მის მიღმა არიან წარმოდგენილი.
ჰარი სტაილსი
დაკოტა ჯონსონი
აკვაფინა
სერენა უილიამსი
სიენა მილერი
დაიან კიტონი