#საზოგადოება

ქართველი მეწარმეები ევროპული მომავლისთვის

გაზიარება:

საახალწლო ბაზრობები ამ ჯადოსნური დღესასწაულის განუყოფელი ნაწილია. მცირე მეწარმეები მთელი წლის განმავლობაში ემზადებიან ამ დღეებისთვის და ჩვენი ქალაქები სულ ხის პატარა ჯიხურებითაა სავსე. თუმცა, წელს საახალწლო განწყობა ნაკლებად გვაქვს, ქვეყანაში უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს და ახლა ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი ერთმანეთის გვერდში დგომაა.

happy EU year, happyeuyear.ge, ქართველი მეწარმეების პროტესტი

სწორედ ამიტომ, ასეულობით მეწარმემ პროტესტის მხარდასაჭერად მერიის მიერ ორგანიზებულ საშობაო ბაზარში მონაწილეობაზე უარი თქვა.

მეწარმეებმა, ფაქტობრივად, წლის ყველაზე მნიშვნელოვან პერიოდში შემოსავლის მიღებაზე უარი განაცხადეს. ამ სოლიდური ნაბიჯით ისინი პროტესტის მონაწილეებს შეუერთდნენ და ევროპული მომავლის სურვილი მკაფიოდ დააფიქსირეს.

მადლობის ნიშნად, საზოგადოებამ ისინი ონლაინ პლატფორმა happyeuyear.ge -ზე გააერთიანა.

happy EU year, happyeuyear.ge, ქართველი მეწარმეების პროტესტი

ამ პლატფორმაზე კატეგორიების მიხედვით მეწარმეების შექმნილი პროდუქციას დაათვალიერებთ და შეგიძლიათ, მარტივად შეარჩიოთ საახალწლო საჩუქრები თქვენი საყვარელი ადამიანებისთვის. თანაც ამ გზით, ჩვენც სოლიდარობას გამოვუცხადებთ მეწარმეების გაბედულ პროტესტს.

"მხოლოდ ერთად დგომით შევძლებთ დავიბრუნოთ თავისუფალი, დემოკრატიული და სამართლიანი ახალი წელი".

ზევით