ოსკაროსანი კომპოზიტორი, ჰანს ციმერი, საუდის არაბეთის ეროვნული ჰიმნის ახალ ვერსიაზე მუშაობას იწყებს. ჰიმნს "Aash Al-Malik", ანუ „დიდხანს სიცოცხლე მეფეს“, ჰქვია და მისი თავდაპირველი ვერსია 1947 წელს შეიქმნა. ეროვნული ჰიმნის განახლების ინიციატივა ქვეყნის ახალი კულტურული იდენტობის გაძლიერებისა და გლობალური იმიჯის გაუმჯობესების სტრატეგიის ნაწილია.
ჰანს ციმერმა 24 იანვარს საუდის არაბეთში, მუჰამედ აბდოს არენაზე, Riyadh Season-ის ღონისძიების ფარგლებში გრანდიოზული კონცერტიც გამართა. კონცერტამდე რამდენიმე დღით ადრე კი, კომპოზიტორი Joy Awards-ის ღონისძიებას მეთიუ მაკ-კონეჰისთან, მორგან ფრიმენთან და ჰოლივუდის სხვა ვარსკვლავებთან ერთად დაესწრო.
ჰანს ციმერი და ტურკი ალალშიხი კონცერტის შემდეგ
საუდის არაბეთის ოფიციალური ორგანოს, Entertainment Authority-ის თავმჯდომარემ, ტურკი ალალშიხმა, ჰანს ციმერთან შეხვედრის დროს თანამშრომლობის რამდენიმე პროექტი განიხილა. მისივე თქმით, კომპოზიტორთან ერთად ისაუბრა განსხვავებული ინსტრუმენტების გამოყენებით ეროვნული ჰიმნის ახლებური ვერსიის შექმნის თაობაზე. ასევე იგეგმება, დაიწეროს სრულიად ახალი მუსიკალური ნაწარმოები „Arabia“, რომელიც არაბული კულტურით იქნება შთაგონებული. ციმერს შესთავაზეს ისტორიული ფილმის, „იარმუკის ბრძოლის“, საუნდტრეკის კომპოზიტორობაც. ციმერმა ამ პროექტების ზოგად სტრატეგიაზე თანხმობა უკვე განაცხადა, ხოლო ზუსტ დეტალებს მალე გავიგებთ.
მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად არ ვიცით, რატომ გადაწყვიტეს ჰიმნის განახლებულ ვერსიაზე მუშაობა, ეს ინიციატივა შესაძლოა, საუდის არაბეთის კულტურულ რეფორმებთან იყოს დაკავშირებული. არსებობს გეგმა Saudi Vision 2030, რომლის ფარგლებშიც ბოლო წლებში ქვეყნის მასშტაბით გაიხსნა კინოთეატრები, ქვეყანა მნიშვნელოვნად განვითარდა ტურიზმისა თუ სპორტის მიმართულებით.
ეროვნული ჰიმნის ახალი ვერსიაც, სავარაუდოდ, ამ დიადი გეგმის ნაწილია. ასე რომ, ჰანს ციმერის კარიერაში, რომელშიც უკვე შედის ისეთი ნამუშევრები, როგორებიცაა „მეფე ლომი“, „გლადიატორი“ თუ „დიუნი“, მომავალში საუდის არაბეთის ჰიმნის კომპოზიტორობაც ჩაიწერება.
2025 წლის ოსკარების ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვებები და დაუვიწყარი მომენტები – Anora-ს ტრიუმფი, მაიკი მედისონის და ედრიენ ბროუდის გამარჯვებები, ტექნიკური კატეგორიების ლიდერი Dune: Part Two და სხვა საინტერესო დეტალები.
თებერვალი სერიალების მოყვარულებისთვის საუკეთესო თვე გამოდგა. სტრიმინგ პლატფორმებზე გამოჩნდა დრამა, კომედია, საკულტო შოუების ახალი სეზონები და საინტერესო ეკრანიზაციები. ამ სტატიაში საუკეთესო პრემიერების სია მოგიმზადეთ, რომლებიც არ უნდა გამოტოვოთ.
წლევანდელ SAG Awards-ზე „Lifetime Achievement“-ის ჯილდო ჯეინ ფონდამ დაიმსახურა. პრიზების გარეშე არ დარჩენილან ტიმოთი შალამე, დემი მური თუ ზოი სალდანა. წაიკითხეთ დაჯილდოების მთავარ მომენტებზე ჩვენს სტატიაში.