მოდელი, ტრენდსეთერი და ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი A-lister-ი, ჰეილი ბიბერი, 2022 წლიდან ბრენდ Rhode-ს ქმნის. Rhode ძალიან მოკლე დროში მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი მაკიაჟისა და კანის მოვლის ბრენდი გახდა. კარგი მარკეტინგული კამპანიებითა და ხარისხით, სულ რაღაც ორ წელში, ბრენდმა ისეთ წარმატებას მიაღწია, რომელიც ბევრ დიდ და გამოცდილ კომპანიას შეშურდებოდა. ახლა კი Rhode ბიუჯეტური კოსმეტიკური კომპანიის, e.l.f. Beauty-ს ნაწილი ხდება – ჰეილიმ თავისი ბრენდი მილიარდ დოლარად გაყიდა.
e.l.f.-მა ჰეილის უკვე გადაუხადა 600 მილიონი დოლარი და გადასცა 200 მილიონით შეფასებული აქციები, დარჩენილ 200 მილიონს კი მომდევნო სამ წელიწადში გაყიდვების შედეგების მიხედვით აანაზღაურებს. ეს e.l.f.-ის ისტორიაში და, შესაძლოა, მთელ ინდუსტრიაშიც კი, ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი და მასშტაბური გარიგება იყოს. e.l.f. Beauty-ს მიზანია, Rhode კიდევ უფრო ფართო აუდიტორიას გააცნოს. შემოდგომისთვის უკვე იგეგმება ბრენდის აშშ-ს, კანადისა და დიდი ბრიტანეთის Sephora-ს მაღაზიებში შეტანა.
ჰეილი ბიბერი ბრენდს არ ტოვებს – ის კრეატიული დირექტორის პოზიციაზე განაგრძობს საქმიანობას. ეს იმას ნიშნავს, რომ მისი ხელწერა კვლავ დომინანტური იქნება როგორც პროდუქციის დიზაინში, ისე მარკეტინგულ კამპანიებში. „Rhode-ისთვის ახალი თავი იწყება. ყოველთვის მქონდა დიდი ოცნებები ამ ბრენდთან დაკავშირებით. ახლა დროა, Rhode უფრო მეტი ადამიანისთვის გახდეს ხელმისაწვდომი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში“, – წერს ჰეილი Instagram-ზე და გულწრფელ მადლობას უხდის როგორც თავის გუნდს, ისე ერთგულ მომხმარებლებს.
Rhode-ის აღმასრულებელი დირექტორი Nick Vlahos, Elf Beauty-ს აღმასრულებელი დირექტორი Tarang Amin, Rhode-ის დამფუძნებელი ჰეილი ბიბერი და თანადამფუძნებლები Michael და Lauren Ratner-ები. ფოტო: Yana Yatsuk
Rhode ღირსეულ კონკურენციას უწევს ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა რიანას Fenty Beauty, კაილი ჯენერის Kylie Cosmetics და სელენა გომესის Rare Beauty. ჰეილი ბიბერი ამბობს, რომ Rhode-ის წარმატებამ მის მოლოდინსაც ბევრად გადააჭარბა. ბრენდისთვის, რომელმაც მოკლე დროში მილიონობით ადამიანის კანის მოვლისა და მაკიაჟის ყოველდღიურ რუტინაში საპატიო ადგილი დაიმკვიდრა, ახალი პარტნიორობით კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ჩნდება.
Victoria’s Secret-ის 2025 წლის შოუ ნიუ-იორკში, 15 ოქტომბერს გაიმართება. ფერადი ფრთებით, ნოსტალგიური ელემენტებითა და ახალ ენერგიით სავსე პოდიუმზე ვიხილავთ ლეგენდარულ მოდელებსა და ახალ სახეებს, მათ შორის მატილდა გვარლიანს.
ლეგენდარული Ocean’s Eleven-ის ვარსკვლავები ეკრანებზე ბრუნდებიან. ჯორჯ კლუნი ადასტურებს, რომ Ocean’s 14-ის გადაღებები რამდენიმე თვეში დაიწყება. ამასთან, Warner Bros-ი Ocean’s-ის პრიქველზეც იწყებს მუშაობს, სადაც მარგო რობისა და ბრედლი კუპერს ვიხილავთ.
პოპვარსკვლავი და მსახიობი სელენა გომესი და მუსიკალური პროდიუსერი ბენი ბლანკომ 27 სექტემბერს სანტა-ბარბარაში დაქორწინდნენ. ინტიმურ ცერემონიას 170 სტუმარი ესწრებოდა.