გიორგი მამარდაშვილი მეკარეთა "ოქროს ბურთის" მოპოვებისთვის იბრძვის

ჩვენს გულებში გიორგი მამარდაშვილი უკვე გახდა წლის და მეტიც, საუკუნის საუკეთესო მეკარე. ქართველი ფეხბურთელის ნიჭი უკვე მსოფლიომაც აღიარა. დღევანდელი საღამო კი, მამარდაშვილის კარიერაში მორიგი ისტორიული მოვლენაა, რადგან ქართველი სპორტსმენი წლის საუკეთესო მეკარის წოდებისთვის იბრძვის.

Giorgi Mamardashvili, Ballon D'or 2024, Yashine Trophy, გიორგი მამარდაშვილი, ოქროს ბურთის დაჯილდოება, ოქროს ბურთი 2024

დღეს საღამოს, პარიზში, Ballon D'or-ის დაჯილდოება გაიმართება. საუკეთესო მეკარის ტიტულისთვის მებრძოლ ნომინანტებს შორისაა გიორგი მამარდაშვილი. დაჯილდოება 22:00 საათზე დაიწყება და მოვლენებისთვის თვალის დევნება Setanta Sport-ის პლატფორმაზეა შესაძლებელი.

პარიზშია უკვე საბა საპანაძეც, aka Geo Team, რომელიც მამარდასთან ერთად მოვლენების თანამონაწილეს გაგვხდის.

მანამ, სანამ მეკარეებისთვის ცალკე ნომინაცია დაწესდებოდა, "ოქროს ბურთი" მხოლოდ ერთ მეკარეს, ლევ იაშინს ჰქონდა მოპოვებული, შესაბამისად, გუნდის კარის მცველების წვლილისა და ღვაწლის აღიარებისთვის, სპორტულმა გამოცემა France Football-მა ახალი ნომინაცია დააწესა, რომელიც ლევ იაშინის სახელს ატარებს. Yashin Trophy-ს წლის საუკეთესო მეკარე აიღებს.

Giorgi Mamardashvili, Ballon D'or 2024, Yashine Trophy, გიორგი მამარდაშვილი, ოქროს ბურთის დაჯილდოება, ოქროს ბურთი 2024

2024 წლის ნომინანტთა სიაში საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი რეალის, პარი სენ-ჟერმენის, ატლეტიკოს, მილანის და სხვა წამყვანი კლუბის მეკარეების გვერდით საპატიო ადგილს იკავებს. სხვათა შორის, 2019 წელს პირველი Yashin Trophy ლივერპულის მეკარემ, ბრაზილიელმა ალისონ ბეკერმა დაიმსახურა.

ჟიურის წევრები ყურადღებას მიაქცევენ მეკარის ტექნიკურ უნარებს, რეფლექსებს, არეალის კონტროლს და რა თქმა უნდა, სეივებს, რომლებმაც მეკარის გუნდი გადაარჩია.

ფოტოები: ეროვნული ნაკრები/ გიორგი მამარდაშვილი.

ზევით