კრიშტიანუ რონალდუ და ჯორჯინა როდრიგესი დაქორწინდნენ
ათი წლის ურთიერთობის შემდეგ კრიშტიანუ რონალდუ და ჯორჯინა როდრიგესი პორტუგალიაში დაქორწინდნენ. ცერემონია სახლში, მხოლოდ ოჯახის წევრებთან ერთად გაიმართა.
იმ სცენას, რომელზეც ოდესღაც ჩაიკოვსკის, ბილი ჰოლიდეის, ჯორჯ გერშვინსა თუ The Beatles-ს დაუკრავს, ქართველი პიანისტი, გიორგი გიგაშვილი დაიკავებს.
ყველა ბილეთი გაყიდულია და ნიუ-იორკის საზოგადოება ქართველი პიანისტის კონცერტის მოლოდინშია. გიგაშა კი, ინსტაგრამზე წერს - "ჩემთანაა იმედი და მონდომება, რომელიც საქართველოსა და შეერთებული შტატების მეგობრობითაა შთაგონებული".
კონცერტი კარნეგი-ჰოლში გაიმართება. საკონცერტო დარბაზი საუცხოო აკუსტიკითა და წარსულითაა გამორჩეული. გიორგი გიგაშვილი ნიუ-იორკის მსმენელის წინაშე 2023 წლის არტურ რუბინშტეინის საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსის ვერცხლის მედალოსნის ამპლუაში წარდგება.
გიგაშა, ვეილ რესიტალ ჰოლის სცენაზე, სკარლატის, შოპენის, შუმანისა და პროკოფიევის ნაწარმოებებს შეასრულებს.