
ლონდონის მოდის კვირეული 20 თებერვლიდან 24 თებერვლის ჩაითვლით გაიმართება. უკვე ცნობილია რომელი დიზაინერების კოლექციებს იხილავენ ლონდონში მოდის მოყვარულები.
კვირეულზე ქართველი დიზაინერის, გიორგი ქებურიას დებიუტიც შედგება.
პოდიუმზე Keburia-ს მამაკაცისა და ქალის სამოსს 24 თებერვალს ვიხილავთ. ამ სეზონზე ის, Jawara Alleyne-ისთან ერთად, ერთ-ერთია დებიუტანტებს შორის.
გიორგი ქებურიას ბრენდი დიდი ხანია თავისი გამორჩეული სამოსითა თუ აქსესუარებით მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია.

ბრენდის სათვალეები, კი ისეთი ცნობადი სახეების საყვარელ აქსესუარად იქცა, როგორიცაა რიანა, ჯიჯი ჰადიდი, კორტნი კარდაშიანი და სხვა.

სანამ ლონდონის მოდის კვირეულზე ქართველი დიზაინერის ახალ კოლექციას ვიხილავთ, თვალი გადაავლეთ ბრენდის SS'25-ს ჩვენებას, რომელიც მან ბუქარესტში Mercedes-Benz Fashion Week-ის ფარგლებში წარადგინა.




