ამერიკელი მსახიობი, მოდელი და მომღერალი ეშლი ვიქტორია ბენსონი, რომელიც საზოგადოებამ თინეიჯერული მისტიკური-დრამა სერიალ Pretty Little Liars-დან შეიყვარა, ქართული ბრენდის სამოსს ირგებს. მსახიობმა საკუთარ Instagram გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ეშლის ეკომეგობრული ტყავის მასალისგან შექმნილი MATERIEL-ის-ს წითელი მოსაცმელი ამშვენებს.
წითელი მოსაცმელი MATERIEL-ის Resort 2021 წლის კოლექციის ნაწილი გახლავთ, ეშლი ბენსონმა დახვეწილ მოსაცმელს, ამავე ფერის ხელჩანთა და მბზინავი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები შეუხამა. გარდა იმისა, რომ მსახიობმა მოსაცმელში გადაღებული ვიდეო პირად სივრცეში ატვირთა, მან ქართული ბრენდის Instagram გვერდიც მონიშნა.
ქართველი დიზაინერებისა და ცნობილი ადამიანების სტილისტების დაკავშირება, ლოს-ანჯელესში მოღვაწე ქართველი მოდის რეალტორის თათა ქართველიშვილის დამსახურებაა, რომელმაც PR სააგენტო tata_la რამდენიმე წლის წინ დააფუძნა და დღემდე საკმაოდ დიდი წარმატებით მოღვაწეობს შტატებში.
Victoria’s Secret-ის 2025 წლის შოუ ნიუ-იორკში, 15 ოქტომბერს გაიმართება. ფერადი ფრთებით, ნოსტალგიური ელემენტებითა და ახალ ენერგიით სავსე პოდიუმზე ვიხილავთ ლეგენდარულ მოდელებსა და ახალ სახეებს, მათ შორის მატილდა გვარლიანს.
ლეგენდარული Ocean’s Eleven-ის ვარსკვლავები ეკრანებზე ბრუნდებიან. ჯორჯ კლუნი ადასტურებს, რომ Ocean’s 14-ის გადაღებები რამდენიმე თვეში დაიწყება. ამასთან, Warner Bros-ი Ocean’s-ის პრიქველზეც იწყებს მუშაობს, სადაც მარგო რობისა და ბრედლი კუპერს ვიხილავთ.
პოპვარსკვლავი და მსახიობი სელენა გომესი და მუსიკალური პროდიუსერი ბენი ბლანკომ 27 სექტემბერს სანტა-ბარბარაში დაქორწინდნენ. ინტიმურ ცერემონიას 170 სტუმარი ესწრებოდა.