როდესაც საქმე პროფესიონალურ ფეხბურთს ეხება, ყურადღების ცენტრში მუდმივად მოთამაშეები ექცევიან. თუმცა, ამ სპორტსმენების უკან მდგარი ოჯახების წვლილი არანაკლები აღნიშვნის ღირსია. ჩვენი ეროვნული ნაკრების მეუღლეებს საზოგადოება ინტერვიუებისა და სოციალური ქსელების მეშვეობით იცნობს. ახლა მათი, ისევე როგორც მთელი საქართველოს, სიხარული განუსაზღვრელია. თანაც მაშინ, როცა ამ წარმატების დადგომაში თავიანთი შეტანილი წვლილიც უდიდესია.
ნიცა თავაძე, 23 წლის ნეაპოლის, შემტევი ნახევარმცველის, ხვიჩა კვარაცხელიას მეუღლეა. ბოლო ინფორმაციით, ნიცა სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტი გახლავთ. საბერძნეთთან გამარჯვების შემდეგ, Geo Team-ის პირდაპირ ეთერში, ხვიჩამ გულშემატკივარს გაუმხილა, რომ ისინი შვილს ელოდებიან.
წყვილი 2023 წელს, საქართველოში ქორწინების შემდეგ, “ოქროს ბურთის” დაჯილდოებაზე გამოჩნდა. ნიცამ არჩევანი Alex Perry-ის შავ, სადა კაბაზე გააკეთა. ხოლო ქორწილში, ქართული ბრენდის, “სამოსელი პირველის” სამოსი შეარჩიეს. ხვიჩა და ნიცა სოციალურ ქსელებში ნაკლებად აქტიურობენ.
ნიცას წყალობით ზურიკო დავითაშვილმა ახლა უკვე მეუღლე, მია გზირიშვილი გაიცნო. მათ უკვე ჰყავთ საერთო შვილი, დათი დავითაშვილიც, რომელიც საფრანგეთში დაიბადა. ზურიკო დავითაშვილი ამჯერად ბორდოში, 30 ნომრით თამაშობს. მია ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, რომ ზურიკოს ცოლად რომ მიყვებოდა ფეხბურთელის ცხოვრების რიტმს შეგუებული იყო. მიას თქმით ზურიკო ყველაფერს თავისი ოჯახისა და ქვეყნისთვის აკეთებს და მისი თითოეული გატანილი გოლი, თავისი წარმატებაცაა.
ევროპის ჩემპიონატზე გასვლით მსოფლიომ გაგვიცნო, მაგრამ ალბათ უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ თავად ქართველებმა მსოფლიოში მიმოფანტული ქართველი ვარსკვლავები აღმოვაჩინეთ. ასეთი იყო გიორგი გველესიანი, რომელიც 8 წელია რაც ირანში მოღვაწეობს. ის ამჟამად ყველაზე პრესტიჟული გუნდის “პერსეპოლისის” კაპიტანია. მისი მეუღლე ლინდა კიკოლაშვილია, რომელიც რამდენიმე კომპანიის, მათ შორის, საქართველოში ჰოლივუდის ფილმების აკადემიის თანადამფუძნებელია.
მთელმა საქართველომ გიორგი ქოჩორაშვილი თავის ოჯახთან ერთად გაიცნო და შეიყვარა. ბოლო რამდენიმე თვეში ფეხბურთელის შეყვარებული, სანდრა მენდოჩაც გავიცანით. ინსტაგრამ გვერდს თუ დავუჯერებთ სანდრას არანაკლებ დატვირთული პროფესია აქვს, რადგან ის ბორტგამცილებელია.
გიორგი მამარდაშვილის მეუღლე მოდელი ელენე ეპიტაშვილია. ელენე სოციალურ პლატფორმებზე, მათ შორის ინსტაგრამსა და ტიკტოკზე საკმაოდ აქტიურია. რამდენიმე დღის წინ კი ცნობილი გახდა, რომ გიორგი და ელენე გოგოს მშობლები გახდებიან.
ჩვენი კაპიტნის მეუღლე თამთა გიგაშვილი, პროფესიით სამართალმცოდნეა. გურამ კაშია ინტერვიუებში ხშირად ამბობს, რომ დიდხნიანი თანაცხოვრების შედეგად ისინი ერთმანეთს იდეალურად იცნობენ თამთა კი ფეხბურთისგან დისტანციას იჭერს.
სახალხო ფეხბურთელის, ბუდუ ზივზივაძის ოჯახის წევრებიც გავიცანით. ბუდუს მეუღლე ნინი კვერნაძეა, რომელიც ინსტაგრამ გვერდზე ხშირად აზიარებს მათი საერთო შვილის, შაის ვიდეოებსა და ფოტოებს.
26 წლის ფეხბურთელი, ლუკა ლოჩოშვილი და სალომე ლაშხი 2022 წელს დაქორწინდნენ. სალომემ ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტი დაამთავრა. ახლა წყვილი იტალიაში ცხოვრობს. ფეხბურთელი Cremonese-ის გუნდში თამაშობს. ერთმანეთი სალომეს დაბადების დღეზე, სასიამოვნო დამთხვევის შედეგად გაიცნეს.
გიორგი წიტაიშვილმა მეუღლე სოფია მურზა, უკრაინაში თამაშის დროს გაიცნო. სოფია საფეხბურთო აგენტის, ედუარდ მურზას ქალიშვილია. გიორგისა და სოფიას ქორწილის ვიდეო, Family Guys-ს კამერამ გადაიღო.
2025 წლის ოსკარების ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვებები და დაუვიწყარი მომენტები – Anora-ს ტრიუმფი, მაიკი მედისონის და ედრიენ ბროუდის გამარჯვებები, ტექნიკური კატეგორიების ლიდერი Dune: Part Two და სხვა საინტერესო დეტალები.
თებერვალი სერიალების მოყვარულებისთვის საუკეთესო თვე გამოდგა. სტრიმინგ პლატფორმებზე გამოჩნდა დრამა, კომედია, საკულტო შოუების ახალი სეზონები და საინტერესო ეკრანიზაციები. ამ სტატიაში საუკეთესო პრემიერების სია მოგიმზადეთ, რომლებიც არ უნდა გამოტოვოთ.
წლევანდელ SAG Awards-ზე „Lifetime Achievement“-ის ჯილდო ჯეინ ფონდამ დაიმსახურა. პრიზების გარეშე არ დარჩენილან ტიმოთი შალამე, დემი მური თუ ზოი სალდანა. წაიკითხეთ დაჯილდოების მთავარ მომენტებზე ჩვენს სტატიაში.