ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის ფინალშია
„წაგება არ იქნება“! ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ს მაისურით ჩემპიონთა ლიგის ფინალში ვიხილავთ.
სუპერმოდელი ემილი რატაკოვსკი მეუღლესთან სებასტიან მაკლართან ერთად პირველი შვილის მოლოდინშია. მომავალი დედის ამპლუაში ემილიმ, გადაწყვიტა ყველაზე ემოციური და დასამახსოვრებელი პერიოდი ფოტოებზეც აღებეჭდა და duo Inez & Vinoodh-ის ობიექტივში იპოზიორა. მოდელმა საკუთარ Instagram გვერდზე ფოტოსესიიდან ორი შავ-თეთრი ფოტო შემოგვთავაზა.
საოცრად ბედნიერი ვარ იმ ფაქტით, რომ ეს საოცარი მომენტი ჩემს ცხოვრებაში, ფოტოსურათებზე აღვბეჭდე ზღაპრულ კოლაბორაციონისტებთან და მეგობრებთან ერთად.
საკმაოდ თამამ, თუმცა ამავდროულად უმშვენიერეს ფოტოებზე მოდელი სრულიად შიშველი პოზირებს. როგორც თავად ემილიმ განმარტა, ის ამ ფოტოებზე 33 კვირის ორსულია. ბონუს ფოტო წარმოგვიდგინა ფოტოგრაფმა duo Inez & Vinoodh-მა საკუთარ Instagram-ზეც, რომელიც გვერდიდანაა გადაღებული და მისი მთავარი მაგია შუქჩრდილებია.
შეგახსენებთ, რომ ემილი რატაკოვსკი და სებასტიან ბეარ-მაკლარდი პირველი შვილის მოლოდინში არიან. რატაკოვსკიმ ორსულობის შესახებ სიახლე სოციალური ქსელის მეშვეობით გასული წლის ოქტომბერში შეგვატყობინა, როდესაც არდაბადებულ შვილს სენტიმენტალური ვიდეო მიუძღვნა.