ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო სამოდელო კონკურსი Elite Model Look-ი მსოფლიოში 41-ედ, საქართველოში კი, უკვე მეთექვსმეტედ ტარდება.
Elite Model Look Georgia 2024, ტრადიციულად, ქართველ გოგონებსა და ვაჟებში ახალი სახეების აღმოჩენას ემსახურება და მათ საერთაშორისო სამოდელო ასპარეზზე წარმატების მიღწევაში ეხმარება. საქართველოში ამ უნიკალური კონკურსის ოფიციალური წარმომადგენელი IC Model Management გახლავთ.
Elite Model Look-ი მსოფლიო მასშტაბით, უკვე ოთხი ათწლეულია, რაც ათასობით ახალგაზრდას ოცნებების რეალობად ქცევაში ეხმარება. Elite Model Look-ის აღმოჩენები არიან ისეთი ცნობილი და წარმატებული მოდელები როგორებიცაა სიდნი კროუფორდი, ჟიზელ ბუნდჰენი, ვიტორია ჩერეტი თუ სერჟ რიგვავა. ეს პროექტი დამწყებ მოდელებს შანსს აძლევს, გახდნენ პროფესიონალები და რაც შეიძლება მალე დაიწყონ საერთაშორისო სამოდელო კარიერა.
შარშანდელი კონკურსის გამარჯვებულები მოზამბიკელი და იტალიელი მოდელები გახდნენ.
კონკურსში ყოველწლიურად 70 ქვეყნიდან 350 000-ამდე კონკურსანტი იღებს მონაწილეობას. სამოდელო სააგენტო Elite Model Management-ი პროექტის გამარჯვებულებთან კონტრაქტს გააფორმებს და მოდელების საერთაშორისო კარიერასაც ასე ჩაეყრება საფუძველი.
კონკურსი შემდეგი ეტაპისგან შედგება:
მონაწილეები ჯერ ონლაინ, შემდეგ რეგიონულ კასტინგებს გადიან. ფინალური შერჩევა კი, თბილისში ტარდება, რის შემდეგაც იგეგმება Boot Camp-ი, სადაც კონკურსანტები ფინალური შოუსთვის მოემზადებიან. საბოლოო ღონისძიებაზე გამარჯვებული გოგონა და ვაჟი გამოვლინდება, რომლებიც კონკურსის მსოფლიო ფინალზე გაემგზავრებიან.
Elite Model Look Georgia 2024-ის საბოლოო კასტინგი 15 ნოემბერს უკვე გაიმართა, სადაც ფინალისტი გოგონები და ვაჟები შეირჩნენ, ისინი 1 თვის განმავლობაში სააგენტო IC Model Management-თან ერთად მოსამზადებელ ეტაპს გაივლიან. მათ ჩაუტარდებათ ტრენინგები, ფოტოსესიები და სამოდელო სფეროსთან დაკავშირებული სხვა აქტივობები.
კონკურსანტების მომზადების პერიოდს შეგიძლიათ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში ადევნოთ თვალი, ამავე არხზე შუადღის პირდაპირ ეთერში კონკურსის ფინალიც გაშუქდება. ქართველ გამარჯვებულებს Elite Model Look World-ის ხელმძღვანელი ჯენიფერ მეი და Elite Model Look Georgia-ს ორგანიზატორი ია კიწმარიშვილი დაასახელებენ. ჟიურის რჩეული მოდელები Elite Model Look-ის მსოფლიო ფინალზე საქართველოს წარადგენენ.
2025 წლის ოსკარების ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვებები და დაუვიწყარი მომენტები – Anora-ს ტრიუმფი, მაიკი მედისონის და ედრიენ ბროუდის გამარჯვებები, ტექნიკური კატეგორიების ლიდერი Dune: Part Two და სხვა საინტერესო დეტალები.
თებერვალი სერიალების მოყვარულებისთვის საუკეთესო თვე გამოდგა. სტრიმინგ პლატფორმებზე გამოჩნდა დრამა, კომედია, საკულტო შოუების ახალი სეზონები და საინტერესო ეკრანიზაციები. ამ სტატიაში საუკეთესო პრემიერების სია მოგიმზადეთ, რომლებიც არ უნდა გამოტოვოთ.
წლევანდელ SAG Awards-ზე „Lifetime Achievement“-ის ჯილდო ჯეინ ფონდამ დაიმსახურა. პრიზების გარეშე არ დარჩენილან ტიმოთი შალამე, დემი მური თუ ზოი სალდანა. წაიკითხეთ დაჯილდოების მთავარ მომენტებზე ჩვენს სტატიაში.