იტალიური მოდის სახლი Dolce & Gabbana სიახლეს ძაღლის სუნამოს სახით გვთავაზობს. ახალი პროდუქტის ინსპირაციის წყაროდ კი, რომლის საჭიროების აუცილებლობაზე აქამდე სამყაროს არ უფიქრია, დომენიკო დოლჩეს ძაღლი "ფეფე" იქცა.
როგორც მოდის სახლის ვებ-გვერდზე იხილავთ, დომენიკო დოლჩეს უპირობო სიყვარულით შთაგონებული ეს უალკოჰოლო და სურნელოვანი სუნამო აერთიანებს ილანგ ილანგის, მუშკისა და სანდლის ხის დელიკატურ ნოტებს და მისი ყიდვა ახლავე შეგიძლიათ.
Dolce & Gabbana საიტზე სუნამოს გამოყენების მინი ინსტრუქციასაც გვიზიარებს: "შეისხურეთ Fefé თქვენს ხელებზე ან სავარცხელზე და დაიწყეთ თქვენი ძაღლის დავარცხნა სხეულის შუა ნაწილიდან კუდისკენ. სუნამო Fefé ასევე შეგიძლიათ თქვენს ძაღლს პირდაპირ სხეულზე შეაპკუროთ, თუმცა თავი აარიდეთ ცხვირის არეს".
სხვათა შორის Dolce & Gabbana პირველი არ არის, ვინც ოთხფეხა მეგობრის კომერციალიზაციას ცდილობს. თუ თქვენი ძაღლისთვის ყველაფერი გემეტებათ, მაშინ აქვე გეტყვით, რომ Prada-ს ქურთუკი, რომლის ღირებულებაც €650 შეადგენს და £915 ღირებულების Versace-ს საწოლი თქვენი საბანკო ბარათის მოლოდინშია.
ტეილორ სვიფტისა და ტრევის კელსის ქორწილი Madison Square Garden-ში გაიმართა. ორდღიანმა ღონისძიებამ ნიუ-იორკი ვარსკვლავური სტუმრებისა და გულშემატკივრების ყურადღების ცენტრში მოაქცია.
2026 წლის ნახევარი თითქმის გასრულდა და დიდ ეკრანებზე უკვე ვიხილეთ ისეთი ფილმები, როგორებიცაა The Devil Wears Prada 2 თუ Toy Story 5. ახლა კი, როდესაც წლის პირველი ნახევარი თითქმის დასრულდა, გადავხედოთ იმ ყველაზე მნიშვნელოვან კინოპრემიერებს, რომლებიც 2027 წლამდე გველოდება.
11-12 ივლისს კიკეთის ფერმა „მუსიკალურ დღეებს“ უმასპინძლებს. ცოცხალი მუსიკის, ბუნების, გემრიელი კერძებისა და გასართობი აქტივობების წყალობით, ფესტივალი საუკეთესო მიზეზია, უქმე დღეები კიკეთის ფერმის სიმწვანეში გავატაროთ.