APPLA-მა დასაკეცი IPHONE DUO წარადგინა
Apple-მა პირველი დასაკეცი iPhone Duo და iPhone 18 Pro წარადგინა. რა არის ახალი და რატომ დასცინის Samsung-ი Apple-ს.
ფრანგული მოდის სახლის კრეატიულმა დირექტორმა, მარია გრაცია კიურიმ, Dior-ის 2022 წლის კრუიზ შოუსთვის მოგზაურობა გადაწყვიტა და ახალი კოლექცია ქალური სილამაზისა და მისი სირთულეების ხაზგასმით, ათენში, საბერძნეთში გამართა.
2022 წლის კრუიზ შოუსთვის მარია გრაცია კიური ქალური ფორმების კვლევას განაგრძობს, ამჯერად დიზაინერის შთაგონება ანტიკური საბერძნეთის არქეოლოგია და ისტორია გახდა. მარიამ, კნოსოსის ნანგრევები და ჰერაკლიონის არქეოლოგიური მუზეუმი თანამედროვე ქალის სიძლიერისა და იმთავითვე ფემინურობის საჩვენებლად გამოიყენა.
ასიმეტრიული ჭრილებით, ტანზე მომდგარი თუ თავისუფალი სტილის კაბებითა და დომინანტი ნაზი ფერებით მოდელებმა ორკესტრის არანჟირებით Panathenaic Stadium-ზე გაიარეს და მარია გრაციას ახალ ქმნილებებს გვაზიარეს.





