დანიის ეროვნული ნაკრები Euro 2024-ზე ღირსეულად ასპარეზობს. თუმცა, ამ გუნდმა ჩვენი და მსოფლიოს ყურადღება ფემინისტური გადაწყვეტილებით მიიქცია. მამაკაცთა ნაკრების მოთამაშეებმა ხელფასების ზრდაზე უარი თქვეს, რათა ქალ ფეხბურთელებს, რომლებიც ასევე ეროვნული ნაკრებისთვის თამაშობენ, თანაბარი რაოდენობის ანაზღაურება ჰქონოდათ.
ფოტო:Getty Images
დანიის ფეხბურთის ასოციაციას (DBU) ორივე გუნდისთვის თანაბარი ანაზღაურების შეთავაზება ისედაც სურდა, მაგრამ არცერთი გუნდი არ იყო იმის მომხრე, რომ ეს ცვლილება მამაკაცი ფეხბურთელების ხელფასების შემცირების ხარჯზე მომხდარიყო. ამ შემოთავაზების საპასუხოდ, დანიელმა ფეხბურთელებმა უარი თქვეს ანაზღაურების გაზრდაზე, რაც 2024 წლის ახალი კონტრაქტის ნაწილი უნდა ყოფილიყო.
"მამაკაცთა გუნდმა ერთობლივად მიიღო გადაწყვეტილება, ზაფხულის ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანაზე უარი ეთქვათ. ეს მოვლენა ქალთა ნაკრების პირობების გაუმჯობესების გზაზე წინგადადგმული ნაბიჯია. ფეხბურთელებმა, იმის მაგივრად რომ მხოლოდ თავიანთ წარმატებაზე ეფიქრათ, გადაწყვიტეს კოლეგების უფლებებისთვის მხარდაჭერა გამოეცხადებინათ", - განაცხადა დანიის ფეხბურთელთა ასოციაციის Spillerforeningen დირექტორმა.
ფოტო:AFP
ახალი გეგმით, შეიქმნება ClubHouse-ი, რომელსაც ორივე ეროვნული გუნდი თანაბრად გამოიყენებს. ამასთან ერთად, განვითარების ფონდის შექმნაც იგეგმება. ფონდში თანხას დანიის ფეხბურთის ასოციაცია შეიტანს, ბიუჯეტის ნაწილი კი მამაკაცთა ფეხბურთის გუნდის მიერ, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებზე კვალიფიკაციისთვის მიღებული თანხით შეივსება. ასე, რომ დანიის ფეხბურთის ასოციაციასთან ახალი, ოთხწლიანი შეთანხმება უკვე მიღწეულია, რომლის მიხედვითაც, ნაკრების როგორც მამაკაცი, ასევე ქალი მოთამაშეები თავიანთი ქვეყნის სპორტულ ასპარეზზე წარმოდგენისთვის ერთსა და იმავე ანაზღაურებას მიიღებენ.
ფოტო:Reuters
გარდა ამისა, გადაწყდა მამაკაცთა გუნდის სადაზღვევო თანხის 15%-ით შემცირება. ამ ნაბიჯმა ფედერაციას საშუალება მისცა, ქალთა გუნდის დაზღვევა 50%-ით, ხოლო 21-წლამდელთა გუნდის დაზღვევა 40%-ით გაეზარდა. კონტრაქტი, აღნიშნული ცვლილებებით, ძალაში 2028 წლამდე იქნება.
აღნიშნულ გადაწყვეტილებას ბევრი კრიტიკაც მოჰყვა. რაც გასაკვირი არ არის, გამომდინარე იქიდან, რომ მამაკაცთა ფეხბურთი ქვეყნისთვის უდიდესი წარმატებისა და შემოსავლის წყაროა. იმავეს კი ვერ ვიტყვით, ქალთა ფეხბურთზე. თუმცა სწორედ დანიელი ფეხბურთელების მსგავსი გადაწყვეტილებებით, ქალებისთვის შესაძლებლობა გაჩნდება დაამტკიცონ ის, რომ ქალთა ფეხბურთიც ისეთივე სანახაობრივი და მომგებიანი შეიძლება იყოს, როგორც მამაკაცთა ნაკრების შემთხვევაშია.
Stranger Things-ის მეხუთე და საბოლოო სეზონის ტრეილერი უკვე გამოვიდა. ტრეილერში ჩანს, რომ ჰოკინსი სამხედრო კარანტინის ქვეშაა, ქალაქი ქაოსსა და შიშს აქვს მოცული, ხოლო პერსონაჟებს ვეკნასთან გადამწყვეტი ბრძოლა ელით.
Victoria’s Secret-ის 2025 წლის შოუ ნიუ-იორკში, 15 ოქტომბერს გაიმართება. ფერადი ფრთებით, ნოსტალგიური ელემენტებითა და ახალ ენერგიით სავსე პოდიუმზე ვიხილავთ ლეგენდარულ მოდელებსა და ახალ სახეებს, მათ შორის მატილდა გვარლიანს.
ლეგენდარული Ocean’s Eleven-ის ვარსკვლავები ეკრანებზე ბრუნდებიან. ჯორჯ კლუნი ადასტურებს, რომ Ocean’s 14-ის გადაღებები რამდენიმე თვეში დაიწყება. ამასთან, Warner Bros-ი Ocean’s-ის პრიქველზეც იწყებს მუშაობს, სადაც მარგო რობისა და ბრედლი კუპერს ვიხილავთ.