გრეის კელის შვილიშვილი, შარლოტა კაზირაგი, ფრანგული მოდის სახლ Chanel-ის ამბასადორის მოვალეობების შესრულებას აქტიურად შეუდგა. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შარლოტა Chanel-თან თანამშრომლობას და ბრენდის წარმომადგენლის სახელით მოღვაწეობას იწყებდა, ჯერ კიდევ დეკემბრის თვეში გავრცელდა. მონაკოს პრინცესას შვილიშვილი უკვე ვიხილეთ ფრანგული მოდის სახლის სარეკლამო ვიდეორგოლში, შემდეგი ნაბიჯი შარლოტასათვის პროქტ Rendez-vous littéraire rue Cambon-ში ჩართვა აღმოჩნდა.
Chanel Haute Couture-ის ატელიეში გამართულ ლიტერატურულ საღამოზე შარლოტა კაზირაგი და ფრანგი მწერალი სარა შიში, ლიტერატურის ისტორიკოს ფანი არამასთან ერთად, მწერალსა და ფსიქოანალიტიკოს ლუ ანდერეას-სალომეს შემოქმედებაზე საუბრობდნენ. შარლოტას თქმით: "მას არა მხოლოდ ურთიერთობა ჰქონდა თავისი დროის ყველაზე გენიალურ მოაზროვნეებთან, არამედ თავადაც ერთერთი მათგანი გახლდათ, დიდებული ორატორი, ფსიქოლოგი, თეორეტიკოსი და მწერალი".
შეხვედრა, ლუ ანდრეას-სალომეს შემოქმედებიდან ნაწყვეტების კითხვით დაიწყო, მოგვიანებით კი ქალბატონებმა საკუთარ გამოცდილებებზე ისაუბრეს, როდესაც პირველად გადააწყდნენ ამ საოცარი პიროვნების ნამუშევრებს. შარლოტა პირველად ლუ ანდრეას-სალომეს შემოქმედებას 17 წლის ასაკში, კარლ ლაგერფელდის დამსახურებით ეზიარა, შიში კი სრულიად შემთხვევით გადააწყდა მის ერთერთ წიგნს გამყიდველთან.
11-12 ივლისს კიკეთის ფერმა „მუსიკალურ დღეებს“ უმასპინძლებს. ცოცხალი მუსიკის, ბუნების, გემრიელი კერძებისა და გასართობი აქტივობების წყალობით, ფესტივალი საუკეთესო მიზეზია, უქმე დღეები კიკეთის ფერმის სიმწვანეში გავატაროთ.
Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის ფარგლებში TheDiary Concept House დახურულ ღონისძიებას უმასპინძლებს, სადაც Dolce & Gabbana Beauty-ის, La Martina-სა და Gucci-ის პროფესიონალები მოდის, მარკეტინგისა და ტექნოლოგიების მომავალზე ისაუბრებენ.
კანიე უესტის კონცერტი პროექტის Starring Georgia ფარგლებში, 12 ივნისს „დინამო არენაზე“ გაიმართება. მაშინ, როცა თბილისში კანიეს კონცერტი ოფიციალურად დაანონსდა, არტისტის შოუებს ევროპის ქვეყნები რიგ-რიგობით აუქმებენ.