შვიდი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩვენი საყვარელი მსახიობის, ქამერონ დიასის ახალი ფილმი დიდ ეკრანებზე აღარ გვინახავს. Bad Teacher-სა და The Other Woman-ის ვარსკვლავი კინოინდუსტრიას მოულოდნელად ჩამოსცილდა და როგორც აღმოჩნდა დაბრუნებას ახლო მომავალში არც აპირებს.
ამერიკული რადიო გადაცემა Quarantined with Bruce-ის ეთერში 48 წლის ქამერონმა, თავისი ახალი ღვინის ბრენდის Avaline-ს შესახებ ისაუბრა, რასაკვირველია, საუბარი ქამერონის დედის ამპლუამდე და ტელეეკრანებიდან გაქრობამდეც მივიდა. როგორც აღმოჩნდა, დედად გახდომამ დიასის ცხოვრებისეული პრიორიტეტები მნიშვნელოვნად შეცვალა.
მონაწილეობას მივიღებ თუ არა ახალ პროექტში? ამისკენ ნამდვილად არ მივილტვი, მაგრამ გავაკეთებ კი ამას? - უმჯობესია არასოდეს თქვა არასოდეს
„არ წარმომიდგენია ვიყო დედა ჩემი ქალიშვილის და მისი პირველი წელი გადასაღებ მოედანზე გავატარაო, 14 თუ 16 საათით მისგან შორს“ - განაცხადა მსახიობმა. შეგახსნებეთ, რომ ქამერონ დიასი და მომღერალი ბენჯი მადენი 2015 წელს დაქორწინდნენ, მათ საერთო ქალიშვილი ერთი წლის რადიქსი ჰყავთ. ბენჯი მუსიკალური კარიერთითაა დაკავებული, ქამერონი კი ორგანული ღვინოს საკუთარ ხაზს უწევს პოპულარიცზაციას.
თავს საოცრად ბედნიერად ვგრძნობ, რადგან ქალიშვილთან ერთად ყოფნა შემიძლია, ეს უდიდესი პრივილეგიაა და მე საოცრად მადლიერი ვარ.
11-12 ივლისს კიკეთის ფერმა „მუსიკალურ დღეებს“ უმასპინძლებს. ცოცხალი მუსიკის, ბუნების, გემრიელი კერძებისა და გასართობი აქტივობების წყალობით, ფესტივალი საუკეთესო მიზეზია, უქმე დღეები კიკეთის ფერმის სიმწვანეში გავატაროთ.
Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის ფარგლებში TheDiary Concept House დახურულ ღონისძიებას უმასპინძლებს, სადაც Dolce & Gabbana Beauty-ის, La Martina-სა და Gucci-ის პროფესიონალები მოდის, მარკეტინგისა და ტექნოლოგიების მომავალზე ისაუბრებენ.
კანიე უესტის კონცერტი პროექტის Starring Georgia ფარგლებში, 12 ივნისს „დინამო არენაზე“ გაიმართება. მაშინ, როცა თბილისში კანიეს კონცერტი ოფიციალურად დაანონსდა, არტისტის შოუებს ევროპის ქვეყნები რიგ-რიგობით აუქმებენ.