რომანტიკული თავგადასავლების, გასაოცარი იუმორისა და ქაოსური ცხოვრების დედოფალი, ბრიჯიტ ჯონსი ბრუნდება. Universal Pictures-მა გალენტინობის დღისთვის განსაკუთრებული საჩუქარი მოგვიმზადა. სწორად წაიკითხეთ, გალენტინობის დღე — 13 თებერვალი, ვალენტინობამდე ერთი დღით ადრე — ქალთა მეგობრობის აღსანიშნავი თარიღია.
თუ აქამდე ამ დღეს ჩვეულებრივად ატარებდით, 2025 წლიდან 13 თებერვალი განსაკუთრებულად უნდა მონიშნოთ კალენდარში. ახალი ტრადიცია კი, კინოთეატრში, მეგობრებთან და ბრიჯიტ ჯონსთან ერთად დაიწყეთ. საკულტო ფილმის მეოთხე ნაწილს “Bridget Jones: Mad about the Boy” ჰქვია და მთავარ როლს შეუცვლელი რენე ზელვეგერი ასრულებს.
ბრიჯიტ ჯონსი ახალი დღიურის ფურცლებზე ორი შვილის მარტოხელა დედაა, რომელიც ქმრის სიკვდილის შემდეგ ცხოვრების გაგრძელებისთვის ძალებს იკრებს.
ბრიჯიტი სასიყვარულო თამაშში ბრუნდება და სათამაშო წესების გახსენება უწევს. მისი ახალი სასიყვარულო ინტერესი “თეთრი ლოტუსისა” და “ერთი დღის” ვარსკვლავი, ლეო ვუდოლის პერსონაჟი იქნება. ინგლისელი მსახიობი როქსტერის როლს შეასრულებს.
ფოტო: Universal Pictures
თუმცა, როდის იყო ბრიჯიტის ცხოვრებაში მხოლოდ ერთი რომანტიკული ამბავი დატრიალებულიყო?! ტრეილერში უკვე გამოიკვეთა სასიყვარული სამკუთხედი, რომელშიც როქსტერთან ერთად, ბრიჯიტის შვილების მასწავლებელი, მისტერ ვოლოკერი ფიგურირებს.
ფოტო: Universal Pictures
ცნობილი კასტიდან ჰიუ გრანტი, რაღა თქმა უნდა, დენიელ კლივერის როლში დაგვიბრუნდება. ბრიჯიტის მოგონებების სცენებში გამოჩნდება კოლინ ფერთიც, რომელსაც მარკ დარსის, ბრიჯიტის მთავარი სიყვარულის სახელით ვიცნობთ.
რენე ზელვეგერი და ჰიუ გრანტი გადასაღები მოედნიდან
ჰიუ გრანტმა ერთ-ერთ ინტერვიუში ახსენა, რომ ახალი ფილმი სახალისო და, ამავდროულად, სევდიანია. მსახიობმა ისიც გაგვიმხილა, რომ წიგნისა და სცენარის ავტორს, ჰელენ ფილდინგს რეალურად გადახდა ის ტრაგედია, რომელთან გამკლავებაც მთავარ პერსონაჟს ახალ ფილმში უწევს. ჰელენსაც ბრიჯიტის მსგავსად ქმარი გარდაეცვალა და შვილები მარტომ გაზარდა.
ფილმის სინოფსისის მიხედვით, მას შემდეგ რაც მარკ დარსი სუდანში, ჰუმანიტარული მისიის დროს გარდაიცვალა, ბრიჯიტი 9 წლის ბილის და 4 წლის მეიბელს მარტო ზრდის. თუმცა, მის გვერდით ყოველთვის დგანან ერთგული მეგობრები და ყოფილი სიყვარული, დენიელ კლივერი. ჯონსი სამსახურს უბრუნდება, ცდილობს ტრაგედიის მიუხედავად ცხოვრება გააგრძელოს.
ბრიჯიტ ჯონსი და მარკ დარსი
მეგობრები, კოლეგები და მისი შეუცვლელი გინეკოლოგი ცდილობენ ბრიჯიტი სასიყვარულო არენაზეც დააბრუნონ და ონლაინ გასაცნობ პლატფორმა Tinder-ზეც კი არეგისტრირებენ მას. ამ ყველაფრის ფონზე ბრიჯიტი სკოლის იდეალური მშობლების განსჯისგან იცავს თავს და დარდობს ბილიზე, რომელიც მამის გარდაცვალებას ყველაზე მეტად განიცდის. ეს ფილმი, როგორც ჰიუ გრანტმა აღნიშნა, ტრადიციული ინგლისური, ბრიჯიტული იუმორითაა გაჟღენთილი, თუმცა ძალიან სევდიან ამბავს გვიყვება.
სევდის მიუხედავად, ჩვენი მთავარი გმირი თავის დღიურს ხელში იღებს და წერას ასე იწყებს - "ცხოვრების დროა!". ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, 13 თებერვალს დაველოდოთ და გავიგოთ, კიდევ რას გაანდობს ბრიჯიტი თავის დღიურსა და მის ერთგულ მაყურებელს.
მაისის სამი დღის განმავლობაში აზერბაიჯანის დედაქალაქი იქცევა მოდის, ხელოვნებისა და ტექნოლოგიების საერთაშორისო პლატფორმად, სადაც დიზაინერები და კრეატიულ ინდუსტრიებთან დაკავშირებული ადამიანები შეხვდებიან ერთმანეთს.
Sex And the City-ს სპინოფი And Just Like That მესამე სეზონით ბრუნდება და მანჰეტენის თავგადასავლებში გვეპატიჟება. სეზონის პრემიერა 29 მაისს პლატფორმა Max-ზე შედგება. წინ გველის 12 ეპიზოდი — სავსე ზაფხულის ცხელი დღეებითა და უფრო ცხელი ღამეებით, რთული სასიყვარულო ურთიერთობებითა და ოჯახური დრამებით.
ჰარი პოტერის სერიალის პირველი ვარსკვლავური შემადგენლობა უკვე ცნობილია. ნახეთ, ვინ შეასრულებს დამბლდორის, სნეიპის, ჰაგრიდისა თუ მაკგონაგელის როლებს ახალ ეკრანიზაციაში.