რა გახსენდებათ პირველი თქვენი თინეიჯერობის წლების გახსენებისას? - ალბათ იმ წლებისთვის დამახასიათებელი სილამაზის ტრენდები, მაგრამ ძალიან ცოტა კანის მოვლისა და მისი სიყვარულის შესახებ. ის ფაქტი, რომ საკუთარი სახის კანის მოვლა უპირველესად ჩვენივე თავების სიყვარულს გულისხმობს ნამდვილად პანაცეაა, თუმცა თინეიჯერობის წლები ბევრი სირთულით გამოირჩევა, რაც ხშირად მოზარდების სახის კანზე აღიბეჭდება და ხშირად კვალსაც ტოვებს, ამ პერიოდში კი ძალიან რთულია გიყვარდეს შენი თავი.
საკუთარი თავის მიმღებლობა უფრო ზრდასრული ასაკისთვის დამახასიათებელი თვისებაა, თინეიჯერობისას კი უბრალოდ ვცდილობთ ვიპოვოთ საუკეთესო პროდუქტები და ბრენდები, რომლებიც ჩვენი სახის კანს გამოაჯანმრთელებენ. მსგავსი ჯადოსნური პროდუქტებ შესაძლოა ჩვენი ცხოვრების მეგზურნიც კი გახდნენ.
ჯენიფერ ენისტონი
ჯენიფერი ერთერთი ყველაზე ცნობილი მსახიობია მსოფლიოში, მისი კანის სიჯანსაღისა და ბზინვარების საიდუმლო კი საკმაოდ გამაოგნებელია. აღმოჩნდა, რომ ენისტონი თინეიჯერობის ასაკიდან მოყოლებული Neutrogena-ს გამწმენდ საპონზეა შეყვარებული, რომლის შეძენა, სულ რაღაც 3 დოლარად შეგიძლიათ.
Dermatologist-Recommended Original Face Soap Bar with Glycerin
ბერიმურის ფავორიტებში მიცელარული წყალი - Bioderma's Sensibio H2O აღმოვაჩინეთ, რომელიც აგრეთვე, არა ერთი ცნობილი ადამიანის საყვარელი პროდუქტია. დრიუმ, პროდუქტის შესახებ Instagram-ზე ისაუბრა და განმარტა, რომ ეს მიცელარული მისი თინეიჯერობის წლების საყვარელი შენაძენია.
სახის ორმაგი წმენდის მოყვარული მსახიობი პირველ საფეხურზე უპირატესობას ზეთოვან საწმენდს ანიჭებს, რომელიც ხშირად იცვლება მის რუტინაში, აი უცვლელად კი ყოველთვის მეორე საფეხური რჩება - Clearasil-ის სახის დასაბანი საშუალება.
Clearasil-ის სახის დასაბანს სერიოზულად ვიყენებ, ის ჩემი ფავორიტი პროდუქტი ჯერ კიდევ თინეიჯერობის ასაკიდანაა.
4.7 მილიონი გამომწერით Instagram-ზე ოლივია ყოველთვის ფორმაშია, მისი სილამაზისა და თავის მოვლის პროდუქტები ხშირად იცვლება, თუმცა ერთადერთი მუდმივი მის ცხოვრებაში საყვარელი სურნელი - Dolce & Gabbana's Light Blue-ა, რომელიც კულპომ თინეიჯერობისას აღმოაჩინა და მას შემდეგ მისი ერთგული მომხმარებელი რჩება.
მსოფლიოში ერთერთი ყველაზე საყვარელი მსახიობი ყურადღების ცენტრში ბავშვობიდან მოექცა. ემასთვის ყველაზე მნიშვნელოვანი თინეიჯერობის პერიოდი აღმოჩნდა, როდესაც გოგონა მონდომებით ცდილობდა სახის კანის ყოველი გამონათება დროულად ჩაეხშო. სწორედ ამ პერიოდში აღმოაჩინა ემამ ბრენდი Évolué, რომლის დასაბანსა და მაკიაჟის მოსაშორებელ პროდუქტებს მსახიობი დღემდე უდიდეს რეკომენდაციას უწევს.
მსახიობის სახის კანი საოცარი სიგლუვით, ჯანსაღი იერითა და ბზინვარებით გამოირჩევა, რაც პირველ ყოვლისა მისი სახის დასაბანი საშუალების Epicuren's Herbal Cleanseის დამსახურებაა, ქეითმა ეს პროდუქტი სკოლის პერიოდში აღმოაჩინა. Byrdie-სთან მიცემულ ინტერვიუში ბოსვორთმა განმარტა, რომ როგორც დილის, აგრეთვე ღამის რუტინაში ის სწორედ ამ პროდუქტს ირჩევს.
ქეითი ცნობილი ჰოლივუდელი მსახიობის გოლდი ჰოუნის ქალიშვილია. სწორედ დედამ მისცა თინეიჯერ ქეითს პირველი Crème de la Mer-ის ფლაკონი და მას შემდეგ ეს სახის დამატენიანებელი საცხი მსახიობისთვის შეუცვლელ პროდუქტად იქცა.
11-12 ივლისს კიკეთის ფერმა „მუსიკალურ დღეებს“ უმასპინძლებს. ცოცხალი მუსიკის, ბუნების, გემრიელი კერძებისა და გასართობი აქტივობების წყალობით, ფესტივალი საუკეთესო მიზეზია, უქმე დღეები კიკეთის ფერმის სიმწვანეში გავატაროთ.
Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის ფარგლებში TheDiary Concept House დახურულ ღონისძიებას უმასპინძლებს, სადაც Dolce & Gabbana Beauty-ის, La Martina-სა და Gucci-ის პროფესიონალები მოდის, მარკეტინგისა და ტექნოლოგიების მომავალზე ისაუბრებენ.
კანიე უესტის კონცერტი პროექტის Starring Georgia ფარგლებში, 12 ივნისს „დინამო არენაზე“ გაიმართება. მაშინ, როცა თბილისში კანიეს კონცერტი ოფიციალურად დაანონსდა, არტისტის შოუებს ევროპის ქვეყნები რიგ-რიგობით აუქმებენ.